info@mkdental.ge
გივი კარტოზიას ქ. 4, თბილისი 0177
ორშაბათი - პარასკევი: 8:00 - 19:00
+995 577 090505

მკურნალობა და პრევენცია

სტომატოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკა ჯანმრთელი კბილების საწინდარია. პრევენციული სტომატოლოგია გულისხმობს პირველ რიგში ინდივიდუალურ ჰიგიენას, თუმცა იმისათვის, რომ სრულად დავიცვათ პირის ღრუს ჰიგიენა საჭიროა მისი პერიოდული სანაცია, რაც გულისხმობს წელიწადში 2-ჯერ (მინიმუმ) სტომატოლოგთან ვიზიტს, პირის ღრუს შემოწმებისა და პროფესიული გაწმენდის მიზნით. სწორედ, გეგმიური პირის ღრუს სანაციის შედეგად შესაძლებელია სტომატოლოგიური დაავადებების ადრეულ სტადიაზე აღმოჩენა და მისი დროული მკურნალობა. კარიესის პროფილაქტიკისთვის ასევე მნიშვნელოვანი მეთოდებია ფისურების ჰერმეტიზაცია და მინანქრის ფტორირება. რეგულარული შემოწმებებით, პროფესიონალური პირის ღრუს ჰიგიენით და ინდივიდუალურად მორგებული ზრუნვით, ვეხმარებით ჩვენს პაციენტებს შეინარჩუნონ ჯანმრთელი კბილები და ღრძილები, მომავალი პრობლემების თავიდან ასაცილებლად. მკურნალობის საჭიროების შემთხვევაში, ვთავაზობთ კომპლექსურ მომსახურებას — კარიესის განვითარების ნებისმიერ სტადიაზე; დაწყებული ლაქის სტადიიდან დამთავრებული კოსმეტიკური აღდგენითი პროცედურებით, პულპიტისა და პერიოდონტიტის მკურნალობით. რთული შემთხვევებისთვის ვატარებთ მკურნალობას მიკროსკოპის გამოყენებით, რათა გარანტირებული იყოს სიზუსტე და ხანგრძლივი შედეგი.მაქხიმალურად ვცდილობთ შევამციროთ ამოსაღები კბილების რაოდენობა. ასევე გთავაზობთ კოსმეტიკურ პროცედურებს, როგორიცაა კბილების გათეთრება, რათა დაგეხმაროთ მიიღოთ ნათელი და თავდაჯერებული ღიმილი. — ჩვენი მიზანია თქვენი ღიმილის აღდგენა და დაცვა სტომატოლოგიის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად.

მაღალი სტანდარტები სტომატოლოგიაში

ენდოდონტია წარმოადგენს კბილის არხების მკურნალობას. კარიესის არადროული მკურნალობის შედეგად, პროცესი ღრმავდება და ვითარდება კბილის არხში არსებული ნერვ-სისხლძარღვოვანი ქსოვილის ანთება ანუ პულპიტი. პულპიტის შემდგომ კი იწყება ფესვის ირგვლივ ძვლოვანი ქსოვილის ანთება – პერიოდონტიტი.

ენდოდონტიური მკურნალობა გულისხმობს: კბილის არხების გაწმენდას პათოგენური მიკროფლორისგან, მათ მექანიკურ და ქიმიურ ულტრაბგერით დამუშავებას, ჰერმეტულ დაბჟენას.

პროცედურის შედეგად ხდება ანთების გამომწვევი, პათოგენური მიკროფლორის სრული მოსპობა და კბილის არხების ჰერმეტული დაბჟენა, რაც თავის მხრივ იწვევს ანთებითი პროცესის ჩაქრობას და ტკივილის სრულად მოხსნას.

ყველა სამკურნალო პროცედურა და განსაკუთრებით ენდოდონტიური ჩარევა ჩვენს კლინიკაში ტარდება სტომატოლოგიური მიკროსკოპის გამოყენებით. ამ დროს ხდება კბილის უწვრილესი სტრუქტურების გადიდება 4-25 ჯერ და განათება ქსენონის სხივით, რაც ხელს უწყობს სამკურნალო ველის მაქსიმალურ ვიზუალიზაციას და უზრუნველყობს მკურნალობის მაღალ ხარისხიან შედეგს.

ენდოდონტიური მკურნალობის დროს პროცედურის ხანგრძლივობა დაახლოებით 90 წუთია. პროცედურა საჭიროებს ადგილობრივ ინექციურ ანესთეზიას. ინექციის წინ ხდება ლორწოვანის გაყუჩება საანესთეზიო გელით. პაციენტი პროცედურის შემდეგ უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

თანამედროვე ტექნოლოგიები, უახლესი აპარატურა და ჩვენი ექიმების მაღალი პროფესიონალიზმი საშუალებას იძლევა, შეინარჩუნოთ ყველაზე გართულებული კბილიც კი.

ამ პროცედურის შემდეგ, შესაძლებელია პაციენტს აღენიშნოს დისკომფორტი კბილის კბილზე დაჭერისას 2-3 დღის განმავლობაში, რაც ორგანიზმის ნორმალური რეაქციაა კბილის ახალი შემავასებლის მიმართ.

Sophio Salia
Dentist Endodontist

არხების მკურნალობა პულპიტი და პერიოდონტიტი

მიკროსკოპი გვაძლევს საშუალებას უკეთესად ვაკონტროლოთ ენდოდონტიური მკურნალობა. მისი გამოყენება ამცირებს მეორადი ანთების რისკს
მრავალჯერადად გადიდება
მაღალი სიზუსტით რენტგენი აჩვენებს არხების ფორმას და ანთების არეალს
არხების დამუშავება
არხების გამავლობის შექმნა, გაფართოვება, დამუშავება, დაბჟენა.
კბილის აღდგენა მინაბოჭკოვანი წკირით
მყარი კარკასის აშენება
გვირგვინის დაფიქსირება დიდი ზომის კომპოზიტური რესტავრაციიშ შემდეგ
კბილების პროთეზირება ზრდის კბილის რესურსს.
კბილების არხების დამუშავება არის სკულპულოზური და რთული მანიპულაცია, რომელიც ითხოვს კარგ მანუალურ და აპარატურულ ჩარევას
Before LabelAfter Label
კბილების არხების დამუშავება არის სკულპულოზური და რთული მანიპულაცია, რომელიც ითხოვს კარგ მანუალურ და აპარატურულ ჩარევას
Before LabelAfter Label