info@mkdental.ge
გივი კარტოზიას ქ. 4, თბილისი 0177
ორშაბათი - პარასკევი: 8:00 - 19:00
+995 577 090505

მკურნალობა და პრევენცია

სტომატოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკა ჯანმრთელი კბილების საწინდარია. პრევენციული სტომატოლოგია გულისხმობს პირველ რიგში ინდივიდუალურ ჰიგიენას, თუმცა იმისათვის, რომ სრულად დავიცვათ პირის ღრუს ჰიგიენა საჭიროა მისი პერიოდული სანაცია, რაც გულისხმობს წელიწადში 2-ჯერ (მინიმუმ) სტომატოლოგთან ვიზიტს, პირის ღრუს შემოწმებისა და პროფესიული გაწმენდის მიზნით. სწორედ, გეგმიური პირის ღრუს სანაციის შედეგად შესაძლებელია სტომატოლოგიური დაავადებების ადრეულ სტადიაზე აღმოჩენა და მისი დროული მკურნალობა. კარიესის პროფილაქტიკისთვის ასევე მნიშვნელოვანი მეთოდებია ფისურების ჰერმეტიზაცია და მინანქრის ფტორირება. რეგულარული შემოწმებებით, პროფესიონალური პირის ღრუს ჰიგიენით და ინდივიდუალურად მორგებული ზრუნვით, ვეხმარებით ჩვენს პაციენტებს შეინარჩუნონ ჯანმრთელი კბილები და ღრძილები, მომავალი პრობლემების თავიდან ასაცილებლად. მკურნალობის საჭიროების შემთხვევაში, ვთავაზობთ კომპლექსურ მომსახურებას — კარიესის განვითარების ნებისმიერ სტადიაზე; დაწყებული ლაქის სტადიიდან დამთავრებული კოსმეტიკური აღდგენითი პროცედურებით, პულპიტისა და პერიოდონტიტის მკურნალობით. რთული შემთხვევებისთვის ვატარებთ მკურნალობას მიკროსკოპის გამოყენებით, რათა გარანტირებული იყოს სიზუსტე და ხანგრძლივი შედეგი.მაქხიმალურად ვცდილობთ შევამციროთ ამოსაღები კბილების რაოდენობა. ასევე გთავაზობთ კოსმეტიკურ პროცედურებს, როგორიცაა კბილების გათეთრება, რათა დაგეხმაროთ მიიღოთ ნათელი და თავდაჯერებული ღიმილი. — ჩვენი მიზანია თქვენი ღიმილის აღდგენა და დაცვა სტომატოლოგიის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად.

მაღალი სტანდარტები სტომატოლოგიაში

სტომატოლოგიაში მიკროსკოპის გამოყენება ულტრატანამედროვე მიმართულებაა. ოპტიკური ხელსაწყოები საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ უწყვეტი კონტროლი მკურნალობის პროცესში, რაც პირდაპირ აისახება მკურნალობის ხარისხზე და ორიენტირებულია კბილის ქსოვილების დაზოგვაზე.

მიკროსკოპი ახორციელებს სამუშაო ველის მაქსიმალურ განათებას და გადიდებას დაახლოებით 25-ჯერ, რაც გვეხმარება დავადგინოთ კბილის ზუსტი ანატომიური აგებულება და მოვახერხოთ მაქსიმალური სიზუსტით მისი აღდგენა.

წარმატებული ენდოდონტიური მკურნალობისთვის საჭიროა არხების ზედმიწევნით დამუშავება, დეზინფექცია და ჰერმეტულად მათი დახურვა.

მიკროსკოპის უპრატესობებია: • ადვილად აღმოვაჩინოთ არხების შესასვლელი, კბილის ქსოვილის მაქსიმალური დაზოგვით. • დავადგინოთ დამატებითი არხების და ანატომიური თავისებურებები. • გავაკონტროლოთ არხიდან პულპის და ნეკროზული მასების გამოდევნა, რაც გვიცავს მეორადი ინფიცირებისგან. • მოვაშოროთ დენტიკლები და კალციფიკატები, რაც ართულებს არხებთან მისადგომის შექმნას. • მიკროსკოპის საშუალებით შესაძლებელია კბილზე ბზარების და მოტეხილობის ხაზის დადგენა. • განმეორებითი ენოდონტიის შემთხვევაში მას შეუცვლელი როლი ენიჭება.

ყველაზე გავრცელებული გართულება, რასაც სტომატოლოგი აწყდება ენდოდონტიური მკურნალობის დროს არის პერფორაციები და არხში ჩატეხილი ინსტრუმენტები, რის გამოც პაციენტების უმრავლესობა კარგავს კბილს. მიკროსკოპის საშუალებით ასეთ სირთულეებს მარტივად ვუმკლავდებით.

Anna Lavrinskaia
Dentist Endodontist

არხების მკურნალობა მიკროსკოპის ქვეშ

მიკროსკოპი გვაძლევს საშუალებას უკეთესად ვაკონტროლოთ ენდოდონტიური მკურნალობა. მისი გამოყენება ამცირებს მეორადი ანთების რისკს
მრავალჯერადად გადიდება
არხების უფრო ზუსტი და დეტალური ვიზუალიზაცია, იდეალური დამუშავებისთვის.
არხების დამუშავება
არხების გამავლობის შექმნა, გაფართოვება, დამუშავება, დაბჟენა.
კბილის აღდგენა მინაბოჭკოვანი წკირით
მყარი კარკასის აშენება
გვირგვინის დაფიქსირება დიდი ზომის კომპოზიტური რესტავრაციიშ შემდეგ
კბილების პროთეზირება ზრდის კბილის რესურსს.
კბილების არხების დამუშავება არის სკულპულოზური და რთული მანიპულაცია, რომელიც ითხოვს კარგ მანუალურ და აპარატურულ ჩარევას
Before LabelAfter Label
კბილების არხების დამუშავება არის სკულპულოზური და რთული მანიპულაცია, რომელიც ითხოვს კარგ მანუალურ და აპარატურულ ჩარევას
Before LabelAfter Label