info@mkdental.ge
გივი კარტოზიას ქ. 4, თბილისი 0177
ორშაბათი - პარასკევი: 8:00 - 19:00
+995 577 090505

მკურნალობა და პრევენცია

სტომატოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკა ჯანმრთელი კბილების საწინდარია. პრევენციული სტომატოლოგია გულისხმობს პირველ რიგში ინდივიდუალურ ჰიგიენას, თუმცა იმისათვის, რომ სრულად დავიცვათ პირის ღრუს ჰიგიენა საჭიროა მისი პერიოდული სანაცია, რაც გულისხმობს წელიწადში 2-ჯერ (მინიმუმ) სტომატოლოგთან ვიზიტს, პირის ღრუს შემოწმებისა და პროფესიული გაწმენდის მიზნით. სწორედ, გეგმიური პირის ღრუს სანაციის შედეგად შესაძლებელია სტომატოლოგიური დაავადებების ადრეულ სტადიაზე აღმოჩენა და მისი დროული მკურნალობა. კარიესის პროფილაქტიკისთვის ასევე მნიშვნელოვანი მეთოდებია ფისურების ჰერმეტიზაცია და მინანქრის ფტორირება. რეგულარული შემოწმებებით, პროფესიონალური პირის ღრუს ჰიგიენით და ინდივიდუალურად მორგებული ზრუნვით, ვეხმარებით ჩვენს პაციენტებს შეინარჩუნონ ჯანმრთელი კბილები და ღრძილები, მომავალი პრობლემების თავიდან ასაცილებლად. მკურნალობის საჭიროების შემთხვევაში, ვთავაზობთ კომპლექსურ მომსახურებას — კარიესის განვითარების ნებისმიერ სტადიაზე; დაწყებული ლაქის სტადიიდან დამთავრებული კოსმეტიკური აღდგენითი პროცედურებით, პულპიტისა და პერიოდონტიტის მკურნალობით. რთული შემთხვევებისთვის ვატარებთ მკურნალობას მიკროსკოპის გამოყენებით, რათა გარანტირებული იყოს სიზუსტე და ხანგრძლივი შედეგი.მაქხიმალურად ვცდილობთ შევამციროთ ამოსაღები კბილების რაოდენობა. ასევე გთავაზობთ კოსმეტიკურ პროცედურებს, როგორიცაა კბილების გათეთრება, რათა დაგეხმაროთ მიიღოთ ნათელი და თავდაჯერებული ღიმილი. — ჩვენი მიზანია თქვენი ღიმილის აღდგენა და დაცვა სტომატოლოგიის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად.

ჯანმრთელი პირის ღრუ არის გზა ზოგადი ჯანმრთელობისკენ

პროცედურა გულისხმობს კბილის ზედაპირზე არსებული რბილი, პიგმენტირებული და მკვრივი ნადების მოშორებას

წმენდის შედეგად კბილის ქსოვილს უბრუნდება ბუნებრივი ფერი. მცირდება ღრძილებიდან სისხლდენა, ქრება პირის ღრუდან არასასიამოვნო სუნი. გარდა ამისა, პროფესიონალური ჰიგიენა კარიესის, ღრძილების დაავადებების საუკეთესო პროფილაქტიკა და არსებული ბჟენების ხანგრძლივობის გარანტიაა.

პროფესიონალური წმენდა ორი აპარატის Piezon Master-ის და Air Flow-ს გამოყენებით ხორციელდება. პროცედურის პირველ ეტაპზე ულტრაბგერის და ანტისეპტიკური ხსნარის ჭავლის მეშვეობით შორდება კბილს მყარი ნადები, ხოლო ძნელად მისადგომ ადგილებში წნევით მიწოდებული სპეციალური ფხვნილით კბილები იწმინდება პიგმენრტირებული ნადებისაგან. შემდეგ ეტაპზე ხდება კბილის ზედაპირის პოლირება სპეციალური რეზინებით, ჯაგრისებითა და აბრაზიული პასტებით. პროცედურა სრულდება რემინერალიზაციური თერაპიით – ფტორის შემცველი პრეპარატების აპლიკაციით.

აღნიშნული აპარატებით კბილის ქსოვილის წმენდა ხდება კბილის მინანქრის ყოველგვარი დაზიანების გარეშე და კბილს უბრუნდება ბუნებრივი ფერი.

ჯანსაღი კბილების შესანარჩუნებლად, ყოველ 4-6 თვეში რეკომენდირებულია ჩავიტაროთ პირის ღრუს პროფესიონალური წმენდა.

პროცედურის ხანგრძლივობა შეადგენს 40 წუთს.

პროცედურას არ გააჩნია გვერდითი მოვლენები. ღრმად განლაგებული ნადების და ქვების მოცილებისას შესაძლებებლია ღრძილების მცირედი გაღიზიანება, რომელიც 1-2 დღეში სრულად აღდგება. პროცედურის დასრულებისთანავე პაციენტი უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

უმრავლეს შემთხვევაში პროცედურა არ საჭიროებს ინექციურ ანესთეზიას. ტარდება ზედაპირული ანესთეზია სპეციალური გელის მეშვეობით.

Sophio Salia
Dentist

პროფესიული ჰიგიენა

დელიკატური და ეფექტური მოშორება კბილის ნადების. უსაფრთხო და ეფექტური წმენდა
რბილი და მაგარი ნადების მოშორება ულტრაბგერით- სქეილინგი
რბილი და მაგარი ნადების დელიკატურად მოშორება რთულად მისადგომ ადგილებში
წმენდა AirFlow
ჰაერის, წყლისა და რბილი აბრაზიული ფხვნილის ნარევი ხსნის ბიოაპკს კბილის ზედაპირიდან.
მინანქრის პოლირება
კბილის პოლირება რბილი ჯაგრისით და პასტით.
აქტიური მინერალიზაცია
ჩვენ ვფარავთ კბილებს აქტიური აგენტით, რომელიც კვებავს და აძლიერებს კბილის მინანქარს.