ღრძილების მკურნალობა
ჯანმრთელი ღრძილები ძლიერი კბილების და ლამაზი ღიმილის საფუძველია. ჩვენს კლინიკაში გთავაზობთ ღრძილების მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს, რომლებიც ეფექტურად აგვარებენ სხვადასხვა ტიპის პაროდონტულ პრობლემებს. ინოვაციური „ვექტორის“ აპარატურის გამოყენებით, ვატარებთ ღრძილების ანთებისა და პაროდონტოზის უმტკივნეულო და მიზანმიმართულ მკურნალობას — ვამუშავებთ ღრძილქვეშა სივრცეს, ვანადგურებთ ბაქტერიებს და ვიცავთ ჯანმრთელ ქსოვილებს. მოძრავი ან შესუსტებული კბილების შემთხვევაში, ვიყენებთ შინაარსობრივ გაერთიანებას (სპლინტინგს), რაც აძლიერებს კბილებს, იცავს მათ შემდგომი დაზიანებისგან და აუმჯობესებს საღეჭ ფუნქციას. ასევე გთავაზობთ ღრძილების კონტურის კორექციას — არათანაბარი ღრძილების სწორებას, რაც აუმჯობესებს როგორც ორთოდონტიულ მდგომარეობას, ისე ღიმილის ესთეტიკას. სიზუსტეზე და კომფორტზე ორიენტირებული მიდგომით, ჩვენი მკურნალობა მიზნად ისახავს ღრძილების ჯანმრთელობის აღდგენასა და თქვენი ღიმილის სტაბილურობის უზრუნველყოფას.
პაროდონტიტი განკურნებადია
გინგივიტი და პაროდონტიტი პირის ღრუს ანთებითი დაავადებებია, მათი მკურნალობა დიაგნოსტიკით იწყება. პაროდონტოლოგიური რუქის შედგენის შემდეგ, ისმევა დიაგნოზი და დგება მკურნალობის გეგმა. მკურნალობა მრავალფეროვანია: ღრძილქევშა წმენდა, ლაზერით მკურნალობა, ვექტორით მკურნალობა, ქირურგიული მკურნალობა, რბილი და მაგარი ქსოვილების გადანერგვა და ა.შ.
პაროდონტიტი იკურნება და შესაძლებელია კბილების შენარჩუნება მთელი ცხოვრების მანძილზე, მთავარია დროული დიაგნოსტიკა და შესაფერისი მკურნალობა. მკურნალობის ეფექტის შესანარჩუნებლად კი აუცილებელია მუდმივად პროფილაქტიკურ ვიზიტებზე სიარული, რომ არ მოხდეს დაავადების ხელახალი მანიფესტაცია.
Vector-ის აპარტით მკურნალობის მთავარი უპირატესობა მის უნიკალურ კონსტრუქციაშია, სამუშაო ინსტრუმენტის მოწესრიგებული რხევები გადაეცემა სამუშაო ზედაპირის გასწვრივ. გვერდითი მოძრაობები არ ატრავმირებს ღრძილის ქსოვილს და ფესვის ზედაპირს, რაც საშუალებას იძლევა პროცედურა უმტკივნეულოდ ჩატარდეს მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებშიც.
სწორედ მოწესრიგებული რხევების საშუალებით იზრდება ულტრაბგერის შეღწევის სიღრმეც, რაც ზოგიერთ შემთხვევაში ცვლის ქირურგიულ ჩარევას.
მუშაობის პროცესში იმსტრუმენტს მიეწოდება ჰიდროქსიაპატიტის ფხვნილის ნაკადი ნაწილაკების ზომით 10 ნმ, რისი საშუალებითაც პათოლოგიური ჯიბიდან სრულად შორდება ღრძილქვეშა ქვები და ნადებები, ენდოტოქსინები, პრიალდება კბილის ზედაპირი. თავისთავად ჰიდროქსიაპატიტი ხელს უწყობს ღრძილის სწრაფად აღდგენას პროცედურის შემდეგ.

ნატალი სახელაშვილი
მკურნალობის პროცესი

სრულფასოვანი ადგილობრივი ანესთეზია

სქეილინგი და ინსტრუმენტული წმენდა

Vector-ით მკურნალობა

ინდივიდუალური ჰიგიენა
