ღრძილების მკურნალობა
ჯანმრთელი ღრძილები ძლიერი კბილების და ლამაზი ღიმილის საფუძველია. ჩვენს კლინიკაში გთავაზობთ ღრძილების მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს, რომლებიც ეფექტურად აგვარებენ სხვადასხვა ტიპის პაროდონტულ პრობლემებს. ინოვაციური „ვექტორის“ აპარატურის გამოყენებით, ვატარებთ ღრძილების ანთებისა და პაროდონტოზის უმტკივნეულო და მიზანმიმართულ მკურნალობას — ვამუშავებთ ღრძილქვეშა სივრცეს, ვანადგურებთ ბაქტერიებს და ვიცავთ ჯანმრთელ ქსოვილებს. მოძრავი ან შესუსტებული კბილების შემთხვევაში, ვიყენებთ შინაარსობრივ გაერთიანებას (სპლინტინგს), რაც აძლიერებს კბილებს, იცავს მათ შემდგომი დაზიანებისგან და აუმჯობესებს საღეჭ ფუნქციას. ასევე გთავაზობთ ღრძილების კონტურის კორექციას — არათანაბარი ღრძილების სწორებას, რაც აუმჯობესებს როგორც ორთოდონტიულ მდგომარეობას, ისე ღიმილის ესთეტიკას. სიზუსტეზე და კომფორტზე ორიენტირებული მიდგომით, ჩვენი მკურნალობა მიზნად ისახავს ღრძილების ჯანმრთელობის აღდგენასა და თქვენი ღიმილის სტაბილურობის უზრუნველყოფას.
ვარდისფერი ესთეტიკა უმნიშვნელოვანესია
ღრძილების ფორმა და ფერი ძალიან მნიშვნელოვანია ღიმილის დროს. ხშირად კბილების ირგვლივ ღრძილი არათანაბარი სიმაღლისაა და ამის გამო კბილებიც სხვადასხვა ზომის ჩანს როცა ვიღიმით.
ღრძილის კონტურების სიმეტრიულად გათანაბრება შესაძლებელია ლაზერით კორექციის გზით. კორექცია სწრაფი და ეფექტური მეთიდია, კეთდება ერთ ვიზიტში და არ საჭიროებს განსაკუთრებულ რეაბილიტაციას. ეფექტი სახეზეა კორექციისთანავე.
რეცესია ღრძილების არა ანთებადი დაავადებაა. რეცესიის დროს ღრძილები იკლებს მოცულობაში და შიშვლდება კბილების ფესვები. გარდა იმისა რომ ესთეტიკურად მიუღებელია ღიმილის დროს ჩანდეს კბილების ფესვები, ისინი მგრძნოებიარენი არიან ცივზე და ცხელზე, ადვილად ზიანდებიან კარიესით, ადვილად იცვლიან ფერს და საფრთხეს უქმნიან კბილს.
რეცესიის დაფარვა ხდება მხოლოდ ქირურგიული გზით, შესაძლებელია აწეული ღრძილის ჩამოტანა ან /და სასიდან გადმონერგვა. ოპერაცია წარმატებულია 100%-ით პირველი და პეორე კლასის შემთხვევაში. რაც უფრო ადრეულ სტადიაზე კეთდება პლასტიკა, მით უკეთესია ოპერაციული შედეგი.

ნატალი სახელაშვილი
პაროდონტოპლასტიკა

სრულფასოვანი ადგილობრივი ანესთეზია

ერთი პროცედურა ღრძილის სასურველი მოცულობის შესაქმნელად

მარტივი რეგენერაცია

ეფექტური შედეგი
