ჩვენ ვქმნით თქვენს ლამაზ ღიმილს
ჩვენი კლინიკის მთავარი მონაპოვარი და სიმდიდრე არის პროფესიონალ ექიმთა გუნდი, რომელთა ხელშიც თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები ქმნიან გასაოცარ შედეგს. ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ფიქროს, ზრუნავს და მოქმედებს თქვენი ჯანმრთელი, ლამაზი და თავდაჯერებული ღიმილის შესაქმნელად. თითოეული ჩვენი თანამშრომელი ცდილობს უზრუნველყოს მაღალი ხარისხის მომსახურება და შექმნას თბილი, უსაფრთხო გარემო, სადაც თავს დაცულად და მშვიდად იგრძნობთ.
ჩვენთვის თქვენი ღიმილი არა მხოლოდ გარეგნული იერსახის ცვლილებაა, არამედ ჯანმრთელობის, თავდაჯერებულობისა და ბედნიერების საწყისია. საუკეთესო მომსახურეობა გულისხმობს არა მხოლოდ სტომატოლოგიური სტატუსის შეფასებას, არამედ ინდივიდუალურ, პაციენტის პირად საჭიროებებზე და სურვილებზე მორგებულ სერვისს.
ჩვენი კლინიკა აღჭურვილია უახლესი წამყვანი ევროპული და ამერიკული ბრენდების მიერ წარმოებული ციფრული აპარატურით. ჩვენი გამოცდილი გუნდი იყენებს უახლეს ტექნოლოგიებს, რათა მკურნალობის შედეგი იყოს მაქსმალურად ზუსტი და ეფექტური. ჩვენ ვზრუნავთ თქვენი პირის ღრუს ჯანმრთელობაზე, რადგან ლამაზი ღიმილი ბედნიერი და თავდაჯერებული ცხოვრების საფუძველია.
მყუდრო და სასიამოვნო გარემო, მზრუნველი და პროფესიონალი გუნდი, მაღალტექლოლოგიური და ინოვაციური მიდგომები- ეს არის ის ბერკეტები, რომლითაც ჩვენ ვამარცხებთ შიშს და თქვენი მკურნალობის შედეგს ვხდით გასაოცარს.
ჩვენთვის სტომატოლოგია მხოლოდ ჯანმრთელ კბილებზე ზრუნვა არ არის. ეს არის სივრცე, სადაც განკურნება იწყება გულწრფელი დიალოგით და ღიმილი უბრუნდება არა მხოლოდ სხეულს, არამედ სულსაც. ჩვენ აქ ვართ, რომ თქვენ თავი იგრძნოთ უსაფრთხოდ, თავდაჯერებულად — რადგან ნამდვილი ღიმილი მოდის ჯანმრთელობიდან და ბედნიერებიდან.

რატომ MK Dental Center?
მაღალკვალიფიციური სტომატოლოგები
ჩვენი გუნდი შედგება გამოცდილი და მაღალი კვალიფიკაციის მქონე სამედიცინო პერსონალისგან, რომლებიც უახლესი ტექნოლოგიური მიდგომებით უზრუნველყოფენ უმაღლესი ხარისხის სტომატოლოგიური მომსახურების მიწოდებას.
უახლესი ციფრული ტექნოლოგიები
ჩვენ ვიყენებთ ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებს, რათა უზრუნველვყოთ ზუსტი დიაგნოზი, უმტკივნეულო მკურნალობა და გამორჩეული შედეგები.
კომპლექსური სტომატოლოგიური სერვისები
პრევენციული ზრუნვიდან დაწყებული კოსმეტიკური და აღდგენითი მკურნალობებით, ჩვენ ერთი სივრცის ფარგლებში გთავაზობთ სტომატოლოგიური მომსახურების სრულ სპექტრს.
პაციენტზე მორგებული გარემო
ჩვენ ვზრუნავთ თქვენს კომფორტზე, გულდასმით ვუსმენთ და ვიზიარებთ თქვენს სურვილებს და საჭიროებებს. გთავაზობთინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ სერვისს.
უმტკივნეულო მკურნალობა
თანამედროვე ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები და სწორად შესრულებული გაუტკივარება უზრუნველყოფს უმტკივნეულო მკურნალობის პროცესს.
ფოკუსირებული პირის ღრუს ჯანმრთელობაზე
ჩვენ ვასწავლით პაციენტებს პირის ღრუს მოვლას, ვურჩევთ ინდივიდუალურ წმენდის საშუალებებს, რათა თავიდან აიცილონ მომავალი სტომატოლოგიური პრობლემები.
სასურველი ჯავშნის დრო
გთავაზობთ თქვენზე მორგებულ ვიზიტების დროს, ორშაბათინად- შაბათის ჩათვლით.
მკაცრი ჰიგიენის და სტერილიზაციის სტანდარტები
ჩვენი კლინიკა მკაცრ სტერილიზაციისა და ჰიგიენის ნორმებს იცავს, რათა უზრუნველვყოს სუფთა და უსაფრთხო გარემო
მკურნალობის ინდივიდუალური გეგმა
ვქმნით ინდივიდუალურ მკურნალობის გეგმებს თქვენი სტომატოლოგიური ისტორიის, სურვილებისა და საერთო ჯანმრთელობის მიხედვით.
მისაღები ფასები
გთავაზობთ გამჭვირვალე ფასებს და მოქნილ გადახდის პირობებს, რათა ხარისხიანი სტომატოლოგიური მომსახურება ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს.