კბილთა პროთეზირება
კბილთა პროტეზირება გულისხმობს სხვადასხვა მიზეზით დაკარგული კბილების და მიმდებარე ქსოვილების შეცვლას ხელოვნური რესტავრაციებით. რის შედეგადაც პაციენტს უბრუნდება დაკარგული ფუნქცია (ღეჭვა), მეტყველების და ესთეტიკური დანაკარგები. ხელოვნური კბილებით აღმოიფხვრება კბილის და რბილი ქსოვილის დაკარგვის შედეგად წარმოქმნილი ფსიქოლოგიური პრობლემები. ორთოპედიული მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი ასევე არის არსებული კბილებისა და ქსოვილების ჯანმრთელობისა და მთლიანობის დაცვა და შენარჩუნება, რათა გავზადროთ საკუთარი კბილების ექსპლოატაციის რესურსი პირის ღრუში. კბილთა პროთეზირება მოიცავს მომსახურების ფართო სპექტრს, რაც დამოკიდებულია დაკარგული კბილების და ქსოვილის რაოდენობაზე და ასევე პაციენტის სურვილებზე და მოლოდინებზე. კბილთა პროთეზირებისას აუცილებელია კბილების ბუნებრივი ფუნქციის, ესთეტიკისა და კომფორტის შექმნა. ჩვენს კლინიკაში გთავაზობთ თანამედროვე პროთეზირების ფართო არჩევანს, რომელიც მორგებულია თითოეული პაციენტის საჭიროებებსა და ინდივიდუალურ მოთხოვნებზე. წინასწარ შერჩეული მაღალი ხარისხის მასალებისა და უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით ვქმნით გამძლე, ესთეტიკურ და ფუნქციურად სრულფასოვან კონსტრუქციებს. ჩვენი სპეციალიზაციაა იმპლანტებზე დაფუძნებული პროთეზირება — როგორც ერთი კბილის აღდგენის, ისე სრული რკალის რეკონსტრუქციის მიმართულებით. ჩვენი მიზანია აღვადგინოთ არა მხოლოდ თქვენი ღიმილი, არამედ კვების, საუბრისა და სრულფასოვანი ცხოვრებით ტკბობის შესაძლებლობა — თავდაჯერებულად.
სილამაზისკენ სწრაფვა
კერამიკული გვირგვინები – ყველაზე ესთეტიური ორთოპედიული კონსტრუქციებია, რომლებიც ფიქსირდება, როგორც ღიმილის ზონაში, ასევე საღეჭ კბილებზე.
მეტალოკერამიკის კბილებისაგან განსხვავებით, უმეტალო გვირგვინებს არ აქვთ ლითონის კარკასი, რის შედეგადაც ისინი შესანიშნავად იმეორებენ კბილის ნატურალური ქსოვილების სტრუქტურას, ფერს და გამჭვირვალობას. ამიტომ მათი დახმარებით შეიძლება როგორც ფუნქციური პრობლემების გადაჭრა დაშლილი კბილის აღდგენით, ამავე დროს ამის გაკეთება ლამაზად და ბუნებრივად.
კერამიკა ბიოლოგიურად ინერტული მასალაა, იგი ორგანიზმთან კარგად შეთავსებადია. მასზე არ ხდება პიგმენტების და ბაქტერიების ადგეზია, არ გამოყოფს მავნე ნივთიერებებს, ამიტომ ღრძილი მათ გარშემო არ განიცდის ანთებას.
ესთეტიკური კერამიკული პროთეზები ძნელია განასხვავოთ ნამდვილი კბილებისგან.
კერამიკული გვირგვინები უფრო თხელია ვიდრე მეტალო-კერამიკული, ამიტომ კბილის დამუშვება ხდება მინიმალურად.
მყარად და საიმედოდ ფიქსირდება სპეციალური ცემენტის საშუალებით, რაც ხელს უშლის ბაქტერიების შეღწევას გვირგვინის ქვეშ.
ზემოთ ჩამოთვლილი თვისებების გათვალისწინებით კერამიკული გვირგვინები წარმოადგენს საუკეთესო არჩევანს ესთეტიური პრობლემების და საღეჭი ფუნქციის აღდგენისას.

ილია აბელაშვილი
შეგიქმნით იდეალურ ღიმილს

ვიწყებთ ფოტოპროტოკოლით და კომპლექსური დიაგნოსტიკით

ჩვენ ვქმნით კბილების მომავალ ფორმას და ფერს

ვამზადებთ მაღალესთეტიურ კერამიკულ გვირგვინებს

ღიმილს იდეალურად ვუხამებთ თქვენს სახეს და ვქმნით ინდივიდუალურ კბილებს
