კბილთა პროთეზირება
კბილთა პროტეზირება გულისხმობს სხვადასხვა მიზეზით დაკარგული კბილების და მიმდებარე ქსოვილების შეცვლას ხელოვნური რესტავრაციებით. რის შედეგადაც პაციენტს უბრუნდება დაკარგული ფუნქცია (ღეჭვა), მეტყველების და ესთეტიკური დანაკარგები. ხელოვნური კბილებით აღმოიფხვრება კბილის და რბილი ქსოვილის დაკარგვის შედეგად წარმოქმნილი ფსიქოლოგიური პრობლემები. ორთოპედიული მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი ასევე არის არსებული კბილებისა და ქსოვილების ჯანმრთელობისა და მთლიანობის დაცვა და შენარჩუნება, რათა გავზადროთ საკუთარი კბილების ექსპლოატაციის რესურსი პირის ღრუში. კბილთა პროთეზირება მოიცავს მომსახურების ფართო სპექტრს, რაც დამოკიდებულია დაკარგული კბილების და ქსოვილის რაოდენობაზე და ასევე პაციენტის სურვილებზე და მოლოდინებზე. კბილთა პროთეზირებისას აუცილებელია კბილების ბუნებრივი ფუნქციის, ესთეტიკისა და კომფორტის შექმნა. ჩვენს კლინიკაში გთავაზობთ თანამედროვე პროთეზირების ფართო არჩევანს, რომელიც მორგებულია თითოეული პაციენტის საჭიროებებსა და ინდივიდუალურ მოთხოვნებზე. წინასწარ შერჩეული მაღალი ხარისხის მასალებისა და უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით ვქმნით გამძლე, ესთეტიკურ და ფუნქციურად სრულფასოვან კონსტრუქციებს. ჩვენი სპეციალიზაციაა იმპლანტებზე დაფუძნებული პროთეზირება — როგორც ერთი კბილის აღდგენის, ისე სრული რკალის რეკონსტრუქციის მიმართულებით. ჩვენი მიზანია აღვადგინოთ არა მხოლოდ თქვენი ღიმილი, არამედ კვების, საუბრისა და სრულფასოვანი ცხოვრებით ტკბობის შესაძლებლობა — თავდაჯერებულად.
ღიმილი რომელზეც ოცნებობთ
არსებობს კბილის რესტავრაციის მრავალი მეთოდი, როგორც მხატვრული რესტავრაცია მაღალი ხარისხის კომპოზიტური მასალით, ასევე კერამიკული ვინირები, რაც ყველაზე სრულყოფილი და მცირე ინვაზიური მეთოდია ესთეტიურ სტომატოლოგიაში.
ვინირების მეშვეობითაც შეიძლება კბილის ფორმის, ზომისა და ფერის გამოსწორება. აღნიშნული მეთოდი, ესთეტიურ სტომატოლოგიაში, აქტიურად გამოყენება და გვაძლევს საშუალებას მინიმალური ინვაზიის (ანუ ქსოვილის მინიმალური დანაკარგის) მეშვეობით დავაკორექტიროთ კბილები.
ვინირებით კარგად ინიღბება დაბზარული, ლაქებიანი ან დეფექტების მქონე კბილის მინანქარი. შესაძლებელია კბილის გადიდება ან, არასწორი დგომის შემთხვევაში, მცირედ შემობრუნებაც. ამის გამო, რიგ შემთხვევებში, ორთოდონტიულ მკურნალობას ანაცვლებს.
ვინირი წარმოადგენს ძალიან თხელ ფირფიტას, რომელიც კბილის ზედაპირზე მაგრდება.
მაღალპროფესიონალურ დონეზე შესრულებული ვინირი გამძლე კონსტრუქციაა და ღიმილიც დიდხანს შეინარჩუნებს მომხიბვლელობას სათანადო მოვლის და პირის ღრუს ჰიგიენის წესების დაცვის შემთხვევაში.
ვინირების გაკეთება მიზანშეწონილია თუ თქვენთ გახასიათებთ:
1. ფერშეცვლილი კბილი მაგ: (ტეტრაციკლინის ან სხვა პრეპარატის მიღების გამო).
2. ბზარები კბილებზე.
3. ნაცვეთი კბილები.
4. არათანაბარი და არასტანდარტული ფორმის კბილები.
5. კბილთაშორისი დაცილებები (დიასთემები, ტრემები).

ილია აბელაშვილი
იდეალური ღიმილი

ვიწყებთ ფოტოპროტოკოლით და კომპლექსური დიაგნოსტიკით

ჩვენ ვქმნით კბილების მომავალ ფორმას და ფერს

ვინირების წარმოება მყარი E-max კერამიკით

თქვენ დარჩებით კმაყოფილი
