ბავშვთა სტომატოლოგია
ბავშვთა სტომატოლოგია ძირითადი მიზანია პოზიტიური გამოცდილების შექმნას და პირის ღრუს მოვლასთან დაკავშირებული ჩვევების ფორმირება ადრეული ასაკიდან. ჩვენი კლინიკის მზრუნველ ექიმთა გუნდი გთავაზობთ ასაკზე მორგებულ მომსახურებას, რომელიც მოიცავს როგორც პროფილაქტიკას, ისე მკურნალობას. ვასწავლით ბავშვებს პირის ღრუს სწორ ჰიგიენას საინტერესო და საგანმანათლებლო ფორმატით, რაც ხელს უწყობს მთელი ცხოვრების მანძილზე კბილების ჯანმრთელობის შენარჩუნებას. განსაკუთრებული მზრუნველობით ვეპყრობით სარძევე კბილებს, რადგან ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მუდმივი კბილების სწორი ზრდის პროცესში. ასევე ვაკვირდებით და ვმართავთ კბილთა შეთანასოვნების(თანკბილვის) განვითარებას, რაც საშუალებას გვაძლევს დროულად გამოვავლინოთ ნორმიდან მსუბუქი გადახრაც კი და მოვახდინოთ კბილთა სწორად განლაგების კონტროლი, რაც უზრუნველყოფს ყბის ჯანმრთელ განვითარებასა და ლამაზ ღიმილს. ჩვენი გულისხმიერი მიდგომით ვეხმარებით ბავშვებს სტომატოლოგთან ვიზიტისადმი შიშის დაძლევაში, რათა თავი იგრძნონ დაცულად, თავდაჯერებულად და უსაფრთხოდ.
ჯანმრთელი პირის ღრუ ბავშვებში
პედიატრიული სტომატოლოგია დამოუკიდებელი მიმართულებაა და განსაკუთრებულ მიდგომებს საჭიროებს.
თანამედროვე სტომატოლოგია საშუალებას იძლევა თქვენს პატარას დროულად აღმოვუჩინოთ ნებისმიერი დახმარება - ყოველგვარი ფსიქო-ემოციური დაძაბულობის გარეშე.
მკურნალობა ტარდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მშობლებს მშვიდად შეუძლიათ ანდონ თავიანთი პატარების ჯანმრთელობა პროფესიონალებს.
ჩვენთან ყველაფერია იმისთვის, რომ თქვენი და თქვენი შვილების ვიზიტი სტომატოლოგთან იყოს უსაფრთხო და სასიამოვნოდ დასამახსოვრებელი.

ნატალი სახელაშვილი
სარძევე კბილების მკურნალობა უმტკივნეულოდ და ეფექტურად

პირადი კონტაქტი

უმტკივნეულო პროცედურა

ეფექტური და სწრაფი მანიპულაცია

ვასწავლით ჰიგიენის მარტივ წესებს
