ბავშვთა სტომატოლოგია
ბავშვთა სტომატოლოგია ძირითადი მიზანია პოზიტიური გამოცდილების შექმნას და პირის ღრუს მოვლასთან დაკავშირებული ჩვევების ფორმირება ადრეული ასაკიდან. ჩვენი კლინიკის მზრუნველ ექიმთა გუნდი გთავაზობთ ასაკზე მორგებულ მომსახურებას, რომელიც მოიცავს როგორც პროფილაქტიკას, ისე მკურნალობას. ვასწავლით ბავშვებს პირის ღრუს სწორ ჰიგიენას საინტერესო და საგანმანათლებლო ფორმატით, რაც ხელს უწყობს მთელი ცხოვრების მანძილზე კბილების ჯანმრთელობის შენარჩუნებას. განსაკუთრებული მზრუნველობით ვეპყრობით სარძევე კბილებს, რადგან ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მუდმივი კბილების სწორი ზრდის პროცესში. ასევე ვაკვირდებით და ვმართავთ კბილთა შეთანასოვნების(თანკბილვის) განვითარებას, რაც საშუალებას გვაძლევს დროულად გამოვავლინოთ ნორმიდან მსუბუქი გადახრაც კი და მოვახდინოთ კბილთა სწორად განლაგების კონტროლი, რაც უზრუნველყოფს ყბის ჯანმრთელ განვითარებასა და ლამაზ ღიმილს. ჩვენი გულისხმიერი მიდგომით ვეხმარებით ბავშვებს სტომატოლოგთან ვიზიტისადმი შიშის დაძლევაში, რათა თავი იგრძნონ დაცულად, თავდაჯერებულად და უსაფრთხოდ.
ჯანსაღი კბილები ბავშვობიდან
პირველი სარძევე კბილები ამოჭრას იწყებს 6 თვიდან 1 წალმდე პერიოდში.
კბილების ამოსვლის პროცესი ინდივიდუალურია და ბევრი ბავშვისთვის ის შეიძლება საკმაოდ მტკივნეულიც აღმოჩნდეს. ბავშვების უმრავლესობას 3 წლის ასაკისთვის უკვე 20 სარძევე კბილი აქვს. მუდმივი კბილების ამოჭრა იწყება 6 წლის ასაკიდან და სრულდება 17-18 წლის ასაკში.
სასურველია ბავშვმა დროულად გაიაროს ორთოდონტის კონსულტაცია, რადგან პათოლოგიური თანკბილვის ფორმირება ადრეულ ასაკში იწყება და ხშირ შემთხვევაში ეს მშობლისათვის შეუმჩნეველი რჩება. ამ დარღვევების მიზეზებია: მავნე ჩვევები, არასწორი სუნთქვა და ყლაპვა, გენეტიკა და სხვა ფაქტორები. ზრდის პროცესთან ერთად თანკბილვის პათოლოგია უფრო მძიმდება და შესაბამისად საჭიროებს უფრო ხანგრძლივ მკურნალობას.

ნატალი სახელაშვილი
ჯანსაღ პირის ღრუზე ზრუნვა ბავშვობაში იწყება

პირადი კონტაქტი

ვიკვლევთ პაციენტს

მშობლის კონსულტაცია

თანკბილვის ფრთხილი და ეფექტური კორექცია
