ორთოდონტია არის სტომატოლოგიის ნაწილი, რომელიც შეისწავლის კბილებთან, კბილთა რკალებთან და თანკბილვასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ორთოდონტიული მკურნალობის მიზანია ესთეტიკის გაუმჯობესება, ფუნქციის ნორმალიზება და უკვე მიღებული შედეგის მყარი სტაბილიზაცია.
ორთოდონტიული მკურნალობისათვის გამოიყენება, როგორც მოუხსნელი ასევე მოსახსნელი კონსტრუქციები. მოსახსნელ კონსტრუქციებს განეკუთვნება ფირფიტები და კაპები, ხოლო მოუხსნელ კონსტრუქციებს – ბრეკეტები, რომლებიც შესაძლოა იყოს მეტალის, კერამიკული, თვითლიგირებადი ან ლინგვალური.
მეტალის ბრეკეტები ყველაზე ფართოდ გავრცელებული და ამავდროულად, ხელმისაწვდომი კონსტრუქციაა, რომელიც მაგრდება ვესტიბულურად (კბილის გარეთა ზედაპირზე), არის მტკიცე და საიმედო ფიქსაციის.
კერამიკული ბრეკეტების უპირატესობა მის ესთეტიურობაშია, ის იმეორებს კბილის ფერს და არის ნაკლებად შესამჩნევი, განეკუთვნება ვესტიბულურ ტიპის ბრეკეტს.
ლინგვალური ბრეკეტის ფიქსაცია კბილის შიდა ზედაპირზე ხდება და გამოიყენება შედარებით მსუბუქი თანკბილვის ანომალიების დროს.
თვითლიგირებადი ბრეკეტები არის ვესტიბულური ფიქსაციის. მკურნალობა ხდება სუსტად მოქმედი ძალებით. ხშირ შემთხვევაში არ საჭიროებს კბილის ამოღებას და არის ძალიან კომფორტული. მნიშვნელოვნად გამარტივებულია ჰიგიენაც.
ორთოდონტიული მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ანომალიის სირთულეზე, იგი იწყება 6 თვიდან და გრძელდება 4 წლამდე.
პროცედურას უკუჩვენება არ გააჩნია, მაგრამ მნიშვნელოვანია ჰიგიენის ნორმების, კვების წესის და მოხმარების ინსტრუქციის გათვალისწინება. მკურნალობა იწყება 6-7 წლის ასაკიდან და შესაძლებელია 40 წლის ზემოთ.
ბრეკეტის ფიქსაცია უმტკივნეულო პროცესია და არ არის დაკავშირებული უსიამოვნო შეგრძნებებთან. კბილის მინანქრის დამუშავების გარეშე ყველა კბილზე, სპეციალური ბჟენის საშუალებით, ინდივიდუალურად მაგრდება ბრეკეტი.
სწორად დაგეგმილ ორთოდონტიულ მკურნალობას უკუჩვენება არ გააჩნია. პროცედურა პაციენტისთვის უმტკივნეულოა და მისი დასრულებისთანავე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს. პროცედურა ანესთეზიას არ საჭიროებს.