კბილების სრული ან დიდი რაოდენობით დაკარგვა ნეგატიურად აისახება როგორც ორგანიზმის ზოგად ჯანმრთელობაზე, ასევე სახის კონფიგურაციაზე. იცვლება დიქცია, მიმიკური ნაოჭები უფრო გამოხატულია. თავს იჩენს კუჭ-ნაწლავის სისტემის და ნივთიერებათა ცვლის დარღვევები.
იმპლანტაცია All-on-4, All-on-6 ( ყველა 4-ზე, ყველა 6-ზე) ეს არის უკბილობის მკურნალობის მეთოდი, რომლის დროსაც 4 ან 6 იმპლანტზე ხდება მოუხსნელი კონსტრუქციის დაფიქსირება.
ამ მეთოდის დროს იმპლანტების ჩასმა ხდება გარკვეული სქემით, რომელიც საშუალებას გვაძლევს იმპლანტების ჩასმიდან 1-3 დღეში მოხდეს დროებითი კონსტრუქციის დაფიქსირება.
All-on-4, All-on-6 კონსტრუქციის უპირატესობებია:
- მინიმალური რაოდენობის იმპლანტების გამოყენებით კბილთა რკალის მთლიანობის აღდგენა.
- თავიდან ავირიდოთ ძვლის გადანერგვის ოპერაციები ძვლოვანი ქსოვილის მნიშნველოვანი დეფიციტის დროს.
- თავიდან ავარიდოთ პაციენტს ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური დისკომფორტი, რაც დაკავშირებულია უკბილობასთან.
- მინიმალური დანახარჯით მივიღოთ მაქსიმალური შედეგი.