კბილის დაკარგვა, განსაკუთრებით ესთეტიურ ზონაში, ქმნის მნიშვნელოვან დისკომფორტს პაციენტისთვის.
ბუნებრივია თქვენ გსურთ რაც შეიძლება მალე აღიდგინოთ დაკარგული კბილები.
ხშირ შემთხვევაში შესაძლებელია კბილის ამოღება და იმპლანტის ჩასმა განვახორციელოთ ერთ ვიზიტში. რაც არა მარტო ამცირებს მკურნალობის დროს და ხარჯებს, არამედ ასევე ზრდის საბოლოო შედეგის ესთეტიურობას.
გარკვეული ტიპის იმპლანტების გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია იმპლანტის დაუყოვნებელი დატვირთვა დროებითი კბილით.
იმპლანტი მყარად ფიქსირდება ძვალში, რაც გვაძლევს შესაძლებლობას დაუყონებლივ დროებითი გვირგვინის დაფიქსირებისა. შესაბამისად, თქვენ გამოხვალთ კლინიკიდან უკვე კბილით.