კბილის დაკარგვას დროთა განმავლობაში თან ახლავს ძვლის განლევა.
იმპლანტაციის ზონაში ძვლოვანი ქსოვილის სასურველი მოცულობის მისაღებად გამოიყენება ხელოვნური ძვლის შემცვლელების გადანერგვა.
საკმარისი ძვლოვანი ქსოვილი იმპლანტის გარშემო უზრუნველყოფს იმპლანტის საიმედო ფიქსაციას, და ხანგრძლივ ექსპლუატაციას.
არსებობს ძვლის გადანერგვის სხვადასხვა მასალა, რომელიც შეიძლება შეიცავდეს ბუნებრივი ან სინთეზური ძვლის ტრანსპლანტატს.
სხვადასხვა პაციენტისთვის განსხვავებულია გაძვალების პერიოდი და შესაძლოა რამოდენიმე თვეც გაგრძელდეს. ძვლის მდგომარეობის შეფასებისთვის გამოიყენება 3დ კომპუტერული დიაგნოსტიკა.
თანამედროვე ტექნილოგიური შესაძლებლობების მაქსიმალური ათვისებით და მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილების მქონე პერსონალით ვქმნით ევროპულ სტანდარტებს საქართველოში.
ძვლოვანი დეფექტი- ფანჯარაა ინფექციისთვის, აქვს პირდაპირი კონტაქტი ღრძილთან, რაც მიუღებელია
ძვლის განლევის შემთხვევაში იმპლანტი ხილული ხდება
ძვლოვანი მასალის და მემბრანის გამოყენება რეგენერაციის სტიმულირებას ახდენს
ძვლოვანი ქსოვილის რეგენერაცია ბიომასალების გამოყენებით ახდენს იმპლანტის სტაბილიზაციას რაც გვაძლევს საშუალებას მივიღოთ კარგი ესთეტიკური შედეგი.
როდესაც იმპლანტის გარშემო ხდება ძვლის განლევა, იგი შიშვლდება და ხდება ხილული, რაც არღვევს, როგორც ესთეტიკურ ასევე მის ფუნქციურ მახასიათებელს:
არაესთეტიური ღიმილი
ისეთი გართულებები როგორც ქსოვილების ტრავმა და ანთება
იმპლანტის მექანიკური სტაბილურობის შემცირება
პრობლემა ღეჭვასთან
იმპლანტის სტაბილურობის შემცირეა
სინუს-ლიფტინგი
იმპლანტაციისთვის ზედა ყბაზე
ხშირად, ზედა ყბაზე საღეჭი კვილების დაკარგვის შემდეგ ძვლის სიმაღლე არ გავძლევს საშუალებას ჩავსვათ იმპლანტი. ამ შემთხვევაში სინუს-ლიფტინგი გვეხმარება ამ პრობლემის გადაჭრაში. არის 2 მეთოდი: ღია და დახურული