ორთოპედიული სტომატოლოგია არის სტომატოლოგიის მიმართულება, რომელიც ემსახურება ყბა-კბილთა სისტემის მთლიანობის დარღვევის დიაგნოსტიკასა და მკურნალობა. ორთოპედიული მკურნალობის შედეგად ხდება კბილთა მწკრივის დეფექტების შევსება, რაც საშუალებას გვაძლევს აღვადგინოთ, როგორც დარღვეული ღეჭვითი ფუნქცია, ასევე ესთეტიკური მხარე.
ორთოპედიული მკურნალობის დროს კლინიკა იყენებს როგორც მოსახსნელ, ასევე არა მოსახსნელ კონსტრუქციებს. მოსახსნელი კონსტრუქციებია: სრული ფირფიტოვანი და ნაწილობრივი ფირფიტოვანი პროთეზები და ბიგელები, ხოლო მოუხსნელი კონსტრუქციებს წარმოადგენს: ხიდები და ცალკეული გვირგვინები, ვინირები, ჩანართები.
კონსტრუქციები მზადდება მაღალესთეტიური უმეტალო კერამიკისგან და ცირკონის ოქსიდისგან. ყველა კონსტრუქცია მზადდება ციფრული მეთოდით, რაც გულისხმობს მაღალ სიზუსტეს და დამზადების უმოკლეს ვადებს.