დენტალურ იმპლანტაციაში ქირურგიული და ორთოპედიული ნაწილი განუყოფელია და ორივე ართად განსაზღვრავს შედეგის წარმატებას. ჩვენ ვირჩევთ მუშაობის გუნდურ პრინციპს- ქირურგი, ორთოპედი, ტექნიკოსი და თავად პაციენტი ვიღებთ ერთობლივ გადაწყვეტილებას მკურნალობის დაგეგმარებისას. იმპლანტის იდეალური დგომა და სწორი ორთოპედიული კონსტრუქცია არის განმსაზღვრელი ესთეტიურად და ფუნქციურად გამართული სამუშაოს შექმნისთვის.
იმპლანტაციის საშუალებით შესაძლებელია:
- ერთეული კბილის აღდგენა – ერთეული გვირგვინებით. გვირგვინი შესაძლებელია დამზადდეს ლითონო ფაიფურის ან ცირკონო ფაიფურის მასალით.
- რამოდენიმე დანაკლისი კბილის აღდგენა – ხიდისებური კოსნტრუქციით. ხიდი შესაძლოა დამზადდეს ლითონო ფაიფურის ან ცირკონო ფაიფურის მასალით.
- უკბილო ყბის აღდგენა – როგორც მოუხსნელი ანუ ხიდისებური კონსტრუქციის საშუალებით ისე, პირობითად მოსახსნელი პროთეზების საშუალებით.