მეტალო-კერამიკული გვირგვინები

საიმედოობა და ხელმისაწვდომობა


დღეისათვის ხელოვნური გვირგვინის დასამზადებლად გამოყენებული მასალების არჩევანი საკმაოდ ფართოა: ფაიფური, ცირკონის დიოქსიდი, მაგრამ ყველაზე პოპულარული და ხელმისაწვდომი ჯერ-ჯერობით მაინც მეტალო-კერამიკაა. მეტალო-კერამიკის გვირგვინები წარმოადგენს “ხუფს”, რომელიც სრულიად იმეორებს კბილის ანატომიას და ფიქსირდება დაქლიბულ კბილზე. კონსტრუქციის საფუძველს წარმოადგენს ლითონის კარკასი, რომელიც ზემოდან იფარება კბილის ქსოვილების ფერი ფაიფურით. ხელოვნური გვირგვინი ფიქსირდება კბილზე სპეციალური კომპოზიციური ან მინაიონომერული ცემენტით. თუკი კბილის ქსოვილები ძლიერ დაშლილია ხდება მისი მთლიანობის აღდგენა ლითონის ჩანართით ან მინაბოჭკოვანი წკირებით. მეტალო-კერამიკა ასევე გამოიყენება ხიდისებრი კონსტრუქციების, ბიგელისებრი პროთეზების და იმპლანტებზე გვირგვინების დასამზადებლად. 

მეტალო-კერამიკის დადებითი და უარყოფითი მხარეები.
ლითონ-ფაიფურის ანუ მეტალო-კერამიკის გვირგვინების უპირატესობა – პირველ რიგში არის მათი სიმყარე. ამიტომ ყველაზე ხშირად მათი ფიქსაცია ხდება საღეჭ კბილებზე. უარყოფით მხარეებს შესაძლოა მივაკუთვნოთ მათი ესთეტიურობა. საერთო ჯამში მეტალო კერამიკის გვირგვინები კარგად იმეორებენ ნატურალური კბილების ანატომიას, მაგრამ ახალი მასალების გამოჩენის შემდეგ წინა კბილების აღსადგენად უპირატესობა ენიჭება ფაიფურის გვირგვინებს. როდესაც საღეჭ მიდამოში აუცილებელია ესთეტიკის და სიმყარის კომბინაცია საუკეთესო არჩევანს წამოდგენს ფაიფური- ცირკონის დიაქსიდის კარკასზე.

ილია აბელაშვილი

სტომატოლოგი ორთოპედი

სიმყარე

მთავარი მახასიათებელი -ხანგრძლივი ექსპლუატაცია 

ხელმისაწვდომობა

ბიუჯეტური საფასური, იდელური ეკონომია

ფუნქციის და ესთეტიკის აღდგენა

ხარისხიანი მეტალოკერამიკული გვირგვინი აღადგენს ღეჭვის ფუნქციას

ადვილი მოსავლელი

არ საჭიროებს განსაკუთრებით მოვლას, მარტივი ჰიგიენა

კბილების აღდგენა მეტალო-კერამიკის გვირგვინებით

ჩვენ ვთავაზობთ პაციენტებს გვირგვინებს საუკეთესო შენადნობისგან, რომელიც იფარება ესთეტიური და მაყარი კერამიკით

    მეტალო-კერამიკული გვირგვინებით პროტეზირების საფასური

    ხელმისაწვდომი და სანდო გადაწყვეტილება

    ილია აბელაშვილი
    სტომატოლოგ ორთოპედი

    220 ₾

    პროტეზირება 1 კბილზე

    პროთეზირება 3 კბილზე მეტალოკერამიკით ხიდის ქვეშ