პაროდონტოლოგია

ჯანმრთელი პაროდონტი-ჯანმრთელი კბილები


პაროდონტის დაავადებები მსოფლიო მოსახლეობის 80%-ზე მეტს აწუხებს.

სიმპტომები, რომელიც მიგვანიშნებს პაროდონტის დაავადებებზე ესაა: ღრძილების შეშუპება, სისხლდენა, ჰალიტოზი (არასასიამოვნო სუნი პირიდან). უფრო მოგვიანებით კბილების მორყევა და ფესვების გაშიშვლება.

დაავადება ქრონიკულია და საჭიროებს სისტემატიურ მკურნალობას. პაროდონტიტის მკურნალობა შესაძლოა მოიცავდეს მხოლოდ თერაპიულ, ან კომბინირებულ -ქირურგიულ და კონსერვატიულ მკურნალობას ერთდროულად.

პაროდონტის ქსოვილები სწორი და დროული მკურნალობის შემთხვევაში ადვილად ექვემდებარებიან რეგენერაციას.

პაროდონტიტის კონსერვატიული მკურნალობა მოიცავს: პროფესიული ჰიგიენას (რბილი და მაგარი ნადებების მოცილება), სქეილინგს,  Vector-ის აპარატით მკურნალობას და სხვა დამხმარე საშუალებების გამოყენებას.

ქირურგიული მკურნალობა გულისხმობს ღრძილის პლასტიკურ ჩარევებს. პაროდონტის ქსოვილები საკმაოდ პლასტიურია და ადვილად რეგენერირდება.

პაროდონტიტი იკურნება და შესაძლებელია კბილების შენარჩუნება მთელი ცხოვრების მანძილზე, მთავარია დროული დიაგნოსტიკა და შესაფერისი მკურნალობა. მკურნალობის ეფექტის შესანარჩუნებლად კი აუცილებელია მუდმივად პროფილაქტიკურ ვიზიტებზე სიარული, რომ არ მოხდეს დაავადების ხელახალი მანიფესტაცია.

ნატალი სახელაშვილი

პაროდონტოლოგი, ბავშვთა და მოზრდილთა თერაპევტი