მკურნალობა Vector-ის აპარატით


პაროდონტიტი განკურნებადია

გინგივიტი და პაროდონტიტი პირის ღრუს ანთებითი დაავადებებია, მათი მკურნალობა დიაგნოსტიკით იწყება. პაროდონტოლოგიური რუქის შედგენის შემდეგ, ისმევა დიაგნოზი და დგება მკურნალობის გეგმა. მკურნალობა მრავალფეროვანია: ღრძილქევშა წმენდა, ლაზერით მკურნალობა, ვექტორით მკურნალობა, ქირურგიული მკურნალობა, რბილი და მაგარი ქსოვილების გადანერგვა და ა.შ.

პაროდონტიტი იკურნება და შესაძლებელია კბილების შენარჩუნება მთელი ცხოვრების მანძილზე, მთავარია დროული დიაგნოსტიკა და შესაფერისი მკურნალობა. მკურნალობის ეფექტის შესანარჩუნებლად კი აუცილებელია მუდმივად პროფილაქტიკურ ვიზიტებზე სიარული, რომ არ მოხდეს დაავადების ხელახალი მანიფესტაცია.

Vector-ის აპარტით მკურნალობის მთავარი უპირატესობა მის უნიკალურ კონსტრუქციაშია,  სამუშაო ინსტრუმენტის მოწესრიგებული რხევები გადაეცემა სამუშაო ზედაპირის გასწვრივ. გვერდითი მოძრაობები არ ატრავმირებს ღრძილის ქსოვილს და ფესვის ზედაპირს, რაც საშუალებას იძლევა პროცედურა უმტკივნეულოდ ჩატარდეს მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებშიც.

სწორედ მოწესრიგებული რხევების საშუალებით იზრდება ულტრაბგერის შეღწევის სიღრმეც, რაც ზოგიერთ შემთხვევაში ცვლის ქირურგიულ ჩარევას.

მუშაობის პროცესში იმსტრუმენტს მიეწოდება ჰიდროქსიაპატიტის ფხვნილის ნაკადი ნაწილაკების ზომით 10 ნმ, რისი საშუალებითაც პათოლოგიური ჯიბიდან სრულად შორდება ღრძილქვეშა ქვები და ნადებები, ენდოტოქსინები, პრიალდება კბილის ზედაპირი. თავისთავად ჰიდროქსიაპატიტი ხელს უწყობს ღრძილის სწრაფად აღდგენას პროცედურის შემდეგ.

ნატალი სახელაშვილი

ექიმი პაროდონტოლოგი, ბავშვთა და მოზრდილთა თერაპევტი

მკურნალობის პროცესი

დიაგნოსტიკა

გინგივიტის და პაროდონტიტის მკურნალობა დიაგნოსტიკით იწყება. პაროდონტოლოგიური რუქის შედგენის შემდეგ, ისმევა დიაგნოზი და დგება მკურნალობის გეგმა.

სრულფასოვანი ადგილობრივი ანესთეზია

ყველა მანიპულაცია ტარდება გაუტკივარების ფონზე. 

სქეილინგი და ინსტრუმენტული წმენდა

პაროდონტიტის მკურნალობის საფუძველს წარმოადგენს იმ ქვებისა და გრანულაციური ქსოვილების მოშორება, რომელიც უხვადაა ამ დაავადებისთვის დამახასიათებელ ღრძილოვან (პათოლოგიურ) ჯიბეებში და კბილის ზედაპირზე.

Vector-ით მკურნალობა

ვექტორის აპარატი დღესდღეობით უალტერნატივოა.  მაღალეფექტურობასთან ერთად მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროცედურის დროს და მის შემდეგ პაციენტებს არ აღენიშნებათ უსიმოვნო შეგრძნებები, შესაბამისად არც ანესთეზიის გამოყენების საჭიროება არსებობს.

ინდივიდუალური ჰიგიენა

ხდება მკურნალობის ეფექტურობის შეფასება და მიმდინარეობს დაავადების კონტროლი მთელი სიცოცხლის მანძილზე.

უმნიშვნელოვანესია პირის ღრუს ინდივიდუალური საშუალებების სწორად შერჩევა და გამოყენება.


ვექტორით მკურნალობის ღირებულება

ჯანმრთელი ღრძილები გვინარჩუნებს ჯანმრთელ კბილებს!

ნატალი სახელაშვილი

ექიმი პაროდონტოლოგი, ბავშვთა და მოზრდილთა თერაპევტი

550ლ

სამი სეანსი

 Vector-ის აპარატით მკურნალობა

300ლ

 ღრმა პაროდონტოლოგიური წმენდა

150ლ

პროფესიული ჰიგიენა 


რა ღირს მკურნალობა?
როგორი ღიმილი გვექნება?
რა ვადები დამჭირდება მკურნალობისთვის?