მორყეული კბილების შინირება

ჯანმრთელი პაროდონტი-ჯანმრთელი კბილები

კბილების შინირება – გარკვეული ჯგუფის კბილების ერთ მთლიან ბლოკად გაერთიანება, რათა მოხდეს საღეჭი დატვირთვის გადანაწილება, კბილების მორყევისა და ამოვარდნის თავიდან  აცილება.

კბილების შინირება ნაჩვენებია მათი პათოლოგიური რყევის დროს, რაც პაროდონტიტის თანმხლები ნიშანია.

შინირების დროს მორყეულ კბილებს აერთებენ ნაკლებად რყევად ან სრულიად ჯანმრთელ კბილებთან. შედეგად, როგორც ზემოთ ითქვა საღეჭი დატვრითვა თანაბრად ნაწილდება ამ ბლოკზე. აღნიშნული მეთოდის დახმარებით მორყეული კბილების „სიცოცხლის ხანგრძლივობა“ ერთი-ორად მატულობს.

მარტივ შემთხვევებში შინირებისათვის იხმარება სპეციალური ლითონის მავთული, მინაბოჭკოვანი ძაფები ან ლენტი, ხოლო უფრო მძიმე შემთხვევებში მოსახსნელი ან მოუხსნელი მაშინირებელი პროთეზები.

ნებისმიერი მაშინირებელი კონსტრუქციის ტარებისას, ხდება ჰიგიენის დარღვევა. ამიტომ აუცილიბელია პირის ღრუს პროფესიული ჰიგიენის ჩატარება 2-3 თვეში ერთხელ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოხდება პაროდონტიტის პროვოცირება და კბილების მორყევის გაუარესება.

სოფიო სალია

ბავშვთა და მოზრდილთა თერაპევტი, პაროდონტოლოგი

სრულფასოვანი ადგილობრივი ანესთეზია

ყველა მანიპულაცია ტარდება გაუტკივარების ფონზე. 

შინირება

ხდება კბილების ერთ ბლოკად გაერთიანება ჰიპოალერგიული მეტალის ან მინაბოჭკოვანი ლენტით, რომელიც კბილის ზედაპირზე ფიქსირდება კომპოზიტური საბჟენი მასალით.

კბილების უძრავია -ანთება ცხრება

საღეჭი დატვრითვა თანაბრად ნაწილდება აღნიშნულ ბლოკში შემავალ კბილებზე. ამ მეთოდის დახმარებით მორყეული კბილების „სიცოცხლის ხანგრძლივობა“ ერთი-ორად მატულობს.

პაროდონტის ქსოვილები რეგენერირდება

აუცილიბელია პირის ღრუს კარგი ჰიგიენური ინდექსის შენარჩუნება, პროფესიული წმენდის ჩატარება 2-3 თვეში ერთხელ, წმენდის ინდივიდუალური საშუალებების შერჩევა და ექიმის რეკომენდაციების დაცვა. 


მორყეული კბილების შინირების ღირებულება

ჯანმრთელი ღრძილები გვინარჩუნებს ჯანმრთელ კბილებს

სოფიო სალია

ბავშვთა და მოზრდილთა თერაპევტი, პაროდონტოლოგი

კონსულტაცია

300ლ

შინირება

100ლ

პაროდონტოლოგიური დიაგნოსტიკა


რა ღირს მკურნალობა?
როგორი ღიმილი გვექნება?
რა ვადები დამჭირდება მკურნალობისთვის?