მკურნალობა და პროფილაქტიკა

მაღალი სტანდარტები


კარიესის განვითარებას იწვევს კბილის მაგარ ქსოვილებზე არსებული მიკროორგანიზმები და მათი ცხოველქმედების პროდუქტები. ადამიანის პირის ღრუში არის ძალიან დიდი რაოდენობით მიკროორგანიზმი, რომლებიც  სწრაფად მრავლდებიან. კბილების საგულდაგულოდ გამოხეხვის მიუხედავადაც კი, 2–4 საათში მათმა რაოდენობამ შეიძლება მილიონს მიაღწიოს. არსებობს კარიესის ხელშემწყობი პირობები, ესენია:

  • მემკვიდრული წინასწარგანწყობა
  • კვების ხასიათი – კერძოდ მიკროელემენტების, ცილებისა და ვიტამინების დეფიციტი
  • კუჭ-ნაწლავის დაავადებები
  • შაქრიანი დიაბეტი
  • დაბალი იმუნიტეტი

თუ კარიესს დროულად არ ვუმკურნალებთ,  შეიძლება გართულდეს, რაც გამოიხატება პულპიტით (ნერვის ანთება) და/ან პერიოდონტიტით (ფესვის ირგვლივი ქსოვილების ანთება), რაც საბოლოო ჯამში, შესაძლოა, კბილის დაკარგვის მიზეზი გახდეს.

როგორ დავიცვათ თავი კარიესის განვითარებისგან?

  • პირის ღრუს რეგულარული მოვლით
  • შაქრის შემცველი საკვების მიღების შემცირებით
  • კალციუმის და ფტორის შემცველი კბილის პასტების მოხმარებით
  • პირის ღრუს ანტისეპტიკური სავლებების გამოყენებით
  • პროფილაქტიკური ვიზიტით სტომატოლოგთან წელიწადში ორჯერ
  • კბილთა რკალის გასწორებით

 ბავშვი კბილების ამოჭრისთანავე მივაჩვიოთ კბილების გამოხეხვას. კბილების გაწმენდა მშობლის დახმარებითა და მეთვალყურეობით უნდა მოხდეს. სასურველია, თუ ადრეულ ასაკში კბილის მოვლასა და ჰიგიენური სისუფთავის დაცვას თამაშის ფორმას მივცემთ, რაც მოზადრობისა და ზრდასრულ ასაკში ადამიანს ყოველდღიურ ჩვევად ჩამოუყალიბდება.

ნათია ვარდოსანიძე

ექიმი თერაპევტი