პროცედურა გულისხმობს კბილის ზედაპირზე არსებული რბილი, პიგმენტირებული და მკვრივი ნადების მოშორებას
წმენდის შედეგად კბილის ქსოვილს უბრუნდება ბუნებრივი ფერი. მცირდება ღრძილებიდან სისხლდენა, ქრება პირის ღრუდან არასასიამოვნო სუნი. გარდა ამისა, პროფესიონალური ჰიგიენა კარიესის, ღრძილების დაავადებების საუკეთესო პროფილაქტიკა და არსებული ბჟენების ხანგრძლივობის გარანტიაა.
პროფესიონალური წმენდა ორი აპარატის Piezon Master-ის და Air Flow-ს გამოყენებით ხორციელდება.
პროცედურის პირველ ეტაპზე ულტრაბგერის და ანტისეპტიკური ხსნარის ჭავლის მეშვეობით შორდება კბილს მყარი ნადები, ხოლო ძნელად მისადგომ ადგილებში წნევით მიწოდებული სპეციალური ფხვნილით კბილები იწმინდება პიგმენრტირებული ნადებისაგან.
შემდეგ ეტაპზე ხდება კბილის ზედაპირის პოლირება სპეციალური რეზინებით, ჯაგრისებითა და აბრაზიული პასტებით.
პროცედურა სრულდება რემინერალიზაციური თერაპიით – ფტორის შემცველი პრეპარატების აპლიკაციით.
აღნიშნული აპარატებით კბილის ქსოვილის წმენდა ხდება კბილის მინანქრის ყოველგვარი დაზიანების გარეშე და კბილს უბრუნდება ბუნებრივი ფერი.
ჯანსაღი კბილების შესანარჩუნებლად, ყოველ 4-6 თვეში რეკომენდირებულია ჩავიტაროთ პირის ღრუს პროფესიონალური წმენდა.
პროცედურის ხანგრძლივობა შეადგენს 40 წუთს.
პროცედურას არ გააჩნია გვერდითი მოვლენები. ღრმად განლაგებული ნადების და ქვების მოცილებისას შესაძლებებლია ღრძილების მცირედი გაღიზიანება, რომელიც 1-2 დღეში სრულად აღდგება. პროცედურის დასრულებისთანავე პაციენტი უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
უმრავლეს შემთხვევაში პროცედურა არ საჭიროებს ინექციურ ანესთეზიას. ტარდება ზედაპირული ანესთეზია სპეციალური გელის მეშვეობით.