დიაგნოსტიკა,  კონსულტაცია


იცოდეთ მკურნალობის ყველა ვარიანტი


პაციენტის პირველი ვიზიტი სტომატოლოგთან იწყება კონსულტაციით, რომელიც უმნიშვნელოვანესი ეტაპია მკურალობის დაგეგმარებისას.

უპირველეს ყოვლისა აუცილებელია ექიმსა და პაციენტს შორის დამყარდეს ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთდამოკიდებულება. სამედიცინო საქმიანობის ობიექტი არის ადამიანი და  მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე, რაც ექიმს აკისრებს დიდ პასუხისმგებლობას.

სტომატოლოგთან ვიზიტი ხშირად ასოცირდება შიშთან და სტრესთან, ამიტომ თითოეული ინფორმაციის მიწოდება პაციენტისთვის უნდა მოხდეს სწორად და გასაგებად. პაციენტს მაქსიმალურად მისთვის გასაგებ ენაზე უნდა განემარტოს ყველა ალტერნატიული მკურნალობის გეგმა, რათა მან შეძლოს მისი მკურნალი ექიმის დახმარებით აირჩიოს მისთვის ყველაზე მისაღები და ოპტიმალური.

კონსულტაცია  ტარდება მულტიდისციპლინური მიდგომით. სადაც საჭიროებისამებრ ჩართულია სხვადახვა პროფილის ექიმი. რთული კლინიკური ქეისების დროს ხდება ექიმთა კონსილიუმზე შემთხვევის განხილვა,  რათა  მაქსიმალურად სიღრმისეულად იქნას შეფასებული    პაციენტის სტატუსი და თავიდან იქნას აცილებული ყველა შესაძლო უზუსტობა და გადაცდომა.

პირის ღრუს დათვალიერების შემდეგ ხდება ყბების და კბილების კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კვლევა, რომელიც ყველაზე მაღალდიაგნოსტიკური და სანდო მეთოდია ძვალში მიმდინარე პათოლოგიური პროცესების გამოსავლენად.  მაღალი ხარისხის და გარჩევადობის სივრცული გამოსახულება მნიშვნელოვნად ამარტივებს ყველა პროცესის გაგებას და ეხმარება შექმნას ოპტიმალური თანმიმდევრული მკურნალობის გეგმა, რომელიც შეესაბამება თქვენს პრიორიტეტებსა და ფინანსურ შესაძლებლობებს.

პაციენტს ეგზავნება ყველა ფოტოსურათი, ისევე როგორც მკურნალობის გეგმა,  რათა ქონდეთ   ფიქრის და გადაწყვეტილების მიღებისთვის მეტი დრო.

ჩვენ ვცდილობდით დიაგნოსტიკისა და კონსულტაციის ეტაპი მაქსიმალურად ინფორმატიული იყოს პაციენტებისთვის.

ნატალი სახელაშვილი 

ექიმი- თერაპევტი ბავშვთა და მოზარდთა, პაროდონტოლოგი
რა ღირს მკურნალობა?
როგორი ღიმილი გვექნება?
რა ვადები დამჭირდება მკურნალობისთვის?