info@mkdental.ge
გივი კარტოზიას ქ. 4, თბილისი 0177
Mon-Sat : 9:00AM - 8:00PM
+995 577 090505 / 032 2440505

დენტალური იმპლანტაცია

დენტალური იმპლანტაცია არის უალტერნატივო მეთოდი უკბილობის ანუ ადენტიის მკურნალობაში. ამ დროს ყბის ძვალში ხდება ხელოვნური ფესვის ანუ-იმპლანტის განთავსება, რომელზედაც შემდგომში ფიქსირდება კბილი ანუ გვირგვინი. იგი საიმედო და გრძელვადიანი გადაწყვეტაა დაკარგული კბილების აღსადგენად, როგორც ფუნქციურად , ასევე ესთეტიკურად. დენტალური იმპლანტებით შესაძლებელია როგორც ერთეული კბილის დანაკარგის, ასევე სრული უკბილობის მკურნალობა. ციფრული ტექნოლოგიების დახვეწამ მნიშვნელოვნად გაამარტივა დენტალური იმპლანტაციის პროცედურა. დღეს იმპლანტაცია უკვე შესაძლებელია ჩატარდეს განაკვეთის და ფართო ოპერაციული ჩარევების გარეშე- სპეციალური ქირურგიული მიმმართველის მეშვეობით. რაც არამარტო მარტივს და ატრავმულს ხდის ჩარევას, არამედ ამცირებს ოპერაციის დროს და რეაბილიტაციის პროცესს. დენტალური იმპლანტაცია ხშირ შემთხვევაში ტარდება კბილის ამოღებისთანავე -ერთ პროცედურაში, ან შემდგომ გაძვალებულ კბილბუდეში. კბილების სრული დაკარგვის შემთხვევაში ტარდება All-on-4 (ყველა 4-ზე), რაც საშუალებას გვაძლევს სრული ადენტიის დროს იმპლანტებზე დაფიქსირდეს ბარისებური მოსახსნელი კონსტრუქცია. All-on-6 (ყველა 6-ზე) კონსტრუქცია გულისხმობს უკბილო ყბაზე მოუხსნელი ხიდისებური კონსტრუქციის ფიქსაციას. ყბაზე 8 იმპლანტის განთავსების შემთხვევაში შესაძლებელია სექციური ხიდისებური კონსტრუქციის დამზადება. ძვლოვანი და რბილი სქოვილების დეფიციტის შემთხვევაში ვატარებთ პროცედურებს, როგორიცაა: სინუს ლიფტი, ძვლის ჰორიზონტალური და ვერტიკალური აუგმენტაცია, რბილი ქსოვილების გადანერვა. რათა შეიქმნას ძლიერი საფუძველი წარმატებული იმპლანტაციისთვის.

ახალი, ლამაზი კბილები

კბილების სრული ან დიდი რაოდენობით დაკარგვა ნეგატიურად აისახება როგორც ორგანიზმის ზოგად ჯანმრთელობაზე, ასევე სახის კონფიგურაციაზე. იცვლება დიქცია, მიმიკური ნაოჭები უფრო გამოხატულია. თავს იჩენს კუჭ-ნაწლავის სისტემის და ნივთიერებათა ცვლის დარღვევები.

იმპლანტაცია All-on-4, All-on-6 ( ყველა 4-ზე, ყველა 6-ზე) ეს არის უკბილობის მკურნალობის მეთოდი, რომლის დროსაც 4 ან 6 იმპლანტზე ხდება მოუხსნელი კონსტრუქციის დაფიქსირება.

ამ მეთოდის დროს იმპლანტების ჩასმა ხდება გარკვეული სქემით, რომელიც საშუალებას გვაძლევს იმპლანტების ჩასმიდან 1-2 დღეში მოხდეს დროებითი კონსტრუქციის დაფიქსირება. ხოლო 3-4 თვის შემდეგ მუდმივი კონსტრუქციის.

All-on-4, All-on-6 კონსტრუქციის უპირატესობებია:

მინიმალური რაოდენობის იმპლანტების გამოყენებით კბილთა რკალის მთლიანობის აღდგენა. თავიდან ავირიდოთ ძვლის გადანერგვის ოპერაციები ძვლოვანი ქსოვილის მნიშნველოვანი დეფიციტის დროს. თავიდან ავარიდოთ პაციენტს ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური დისკომფორტი, რაც დაკავშირებულია უკბილობასთან. მინიმალური დანახარჯით მივიღოთ მაქსიმალური შედეგი.

მარიკა კუბლაშვილი
კლინიკის დამფუძნებელი, პროფესორი, ქირურგი იმპლანტოლოგი

ჩვენი პრინციპია ზრუნვა პაციენტებზე, მკურნალობის ყველა ეტაპზე

დიაგნოსტიკა და მომზადება
კომპლექსური დიაგნოსტირება
შევისწავლით კომპიუტერულ ტომოგრაფიას, ძვლისა და რბილი ქსოვილების მდგომარეობას. მომავალი ორთოპედიული კონსტრუქციის მიხედვით ხდება იმპლანტების შერჩევა და მათი პოზიციონირება, მკურნალობის სქემის შედგენა.
პირის ღრუს სანაცია
პირის ღრუს მომზადება იმპლანტაციისთვის გულისხმობს პროფესიულ წმენდას, კარიესების და ნებისმიერი ანთებითი პროცესების მკურნალობას პირის ღრუში.
იმპლანტაცია და პროთეზირება
იმპლანტების ჩასმა
დროებითი პროთეზის დაფიქსირება
მუდმივი კონსტრუქციის ფიქსაცია