info@mkdental.ge
გივი კარტოზიას ქ. 4, თბილისი 0177
Mon-Sat : 9:00AM - 8:00PM
+995 577 090505 / 032 2440505

კბილთა პროთეზირება

კბილთა პროტეზირება გულისხმობს სხვადასხვა მიზეზით დაკარგული კბილების და მიმდებარე ქსოვილების შეცვლას ხელოვნური რესტავრაციებით. რის შედეგადაც პაციენტს უბრუნდება დაკარგული ფუნქცია (ღეჭვა), მეტყველების და ესთეტიკური დანაკარგები. ხელოვნური კბილებით აღმოიფხვრება კბილის და რბილი ქსოვილის დაკარგვის შედეგად წარმოქმნილი ფსიქოლოგიური პრობლემები. ორთოპედიული მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი ასევე არის არსებული კბილებისა და ქსოვილების ჯანმრთელობისა და მთლიანობის დაცვა და შენარჩუნება, რათა გავზადროთ საკუთარი კბილების ექსპლოატაციის რესურსი პირის ღრუში. კბილთა პროთეზირება მოიცავს მომსახურების ფართო სპექტრს, რაც დამოკიდებულია დაკარგული კბილების და ქსოვილის რაოდენობაზე და ასევე პაციენტის სურვილებზე და მოლოდინებზე. კბილთა პროთეზირებისას აუცილებელია კბილების ბუნებრივი ფუნქციის, ესთეტიკისა და კომფორტის შექმნა. ჩვენს კლინიკაში გთავაზობთ თანამედროვე პროთეზირების ფართო არჩევანს, რომელიც მორგებულია თითოეული პაციენტის საჭიროებებსა და ინდივიდუალურ მოთხოვნებზე. წინასწარ შერჩეული მაღალი ხარისხის მასალებისა და უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით ვქმნით გამძლე, ესთეტიკურ და ფუნქციურად სრულფასოვან კონსტრუქციებს. ჩვენი სპეციალიზაციაა იმპლანტებზე დაფუძნებული პროთეზირება — როგორც ერთი კბილის აღდგენის, ისე სრული რკალის რეკონსტრუქციის მიმართულებით. ჩვენი მიზანია აღვადგინოთ არა მხოლოდ თქვენი ღიმილი, არამედ კვების, საუბრისა და სრულფასოვანი ცხოვრებით ტკბობის შესაძლებლობა — თავდაჯერებულად.

პროთეზირება იმპლანტებზე

დენტალურ იმპლანტაციაში ქირურგიული და ორთოპედიული ნაწილი განუყოფელია და ორივე ართად განსაზღვრავს შედეგის წარმატებას. ჩვენ ვირჩევთ მუშაობის გუნდურ პრინციპს- ქირურგი, ორთოპედი, ტექნიკოსი და თავად პაციენტი ვიღებთ ერთობლივ გადაწყვეტილებას მკურნალობის დაგეგმარებისას. იმპლანტის იდეალური დგომა და სწორი ორთოპედიული კონსტრუქცია არის განმსაზღვრელი ესთეტიურად და ფუნქციურად გამართული სამუშაოს შექმნისთვის.

იმპლანტაციის საშუალებით შესაძლებელია:

ერთეული კბილის აღდგენა – ერთეული გვირგვინებით. გვირგვინი შესაძლებელია დამზადდეს ლითონო ფაიფურის ან ცირკონო ფაიფურის მასალით. რამოდენიმე დანაკლისი კბილის აღდგენა – ხიდისებური კოსნტრუქციით. ხიდი შესაძლოა დამზადდეს ლითონო ფაიფურის ან ცირკონო ფაიფურის მასალით. უკბილო ყბის აღდგენა – როგორც მოუხსნელი ანუ ხიდისებური კონსტრუქციის საშუალებით ისე, პირობითად მოსახსნელი პროთეზების საშუალებით.

ილია აბელაშვილი
სტომატოლოგი ორთოპედი

პროთეზირება იმპლანტებზე

იმპლანტებზე პროთეზირების ძირითადი ნაწილი შექმნილია ცირკონიუმის დიოქსიდისაგან.
მაღალი სიზუსტით
ვაღწევთ მაღალ სიზუსტეს თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების მეშვეობით
დაკარგული კბილების აღდგენა
უკბილობისგან გამოწვეულ დისკომფორტს ვხსნით სრულად
გრძელვადიანი პროგნოზი
ვქმნით ყველა პირობას იმპლანტის და გვირგვინის გრძელვადიანი ექსპლუატაციისთვის
ნებისმიერ ასაკში
იმპლანტაცია გვაძლევს საშუალებას აღვადგინოთ კბილების დანაკარგი ნებისმიერ ასაკში