დენტალური იმპლანტაცია
დენტალური იმპლანტაცია არის უალტერნატივო მეთოდი უკბილობის ანუ ადენტიის მკურნალობაში. ამ დროს ყბის ძვალში ხდება ხელოვნური ფესვის ანუ-იმპლანტის განთავსება, რომელზედაც შემდგომში ფიქსირდება კბილი ანუ გვირგვინი. იგი საიმედო და გრძელვადიანი გადაწყვეტაა დაკარგული კბილების აღსადგენად, როგორც ფუნქციურად , ასევე ესთეტიკურად. დენტალური იმპლანტებით შესაძლებელია როგორც ერთეული კბილის დანაკარგის, ასევე სრული უკბილობის მკურნალობა. ციფრული ტექნოლოგიების დახვეწამ მნიშვნელოვნად გაამარტივა დენტალური იმპლანტაციის პროცედურა. დღეს იმპლანტაცია უკვე შესაძლებელია ჩატარდეს განაკვეთის და ფართო ოპერაციული ჩარევების გარეშე- სპეციალური ქირურგიული მიმმართველის მეშვეობით. რაც არამარტო მარტივს და ატრავმულს ხდის ჩარევას, არამედ ამცირებს ოპერაციის დროს და რეაბილიტაციის პროცესს. დენტალური იმპლანტაცია ხშირ შემთხვევაში ტარდება კბილის ამოღებისთანავე -ერთ პროცედურაში, ან შემდგომ გაძვალებულ კბილბუდეში. კბილების სრული დაკარგვის შემთხვევაში ტარდება All-on-4 (ყველა 4-ზე), რაც საშუალებას გვაძლევს სრული ადენტიის დროს იმპლანტებზე დაფიქსირდეს ბარისებური მოსახსნელი კონსტრუქცია. All-on-6 (ყველა 6-ზე) კონსტრუქცია გულისხმობს უკბილო ყბაზე მოუხსნელი ხიდისებური კონსტრუქციის ფიქსაციას. ყბაზე 8 იმპლანტის განთავსების შემთხვევაში შესაძლებელია სექციური ხიდისებური კონსტრუქციის დამზადება. ძვლოვანი და რბილი სქოვილების დეფიციტის შემთხვევაში ვატარებთ პროცედურებს, როგორიცაა: სინუს ლიფტი, ძვლის ჰორიზონტალური და ვერტიკალური აუგმენტაცია, რბილი ქსოვილების გადანერვა. რათა შეიქმნას ძლიერი საფუძველი წარმატებული იმპლანტაციისთვის.
პროთეზირება იმპლანტებზე
დენტალურ იმპლანტაციაში ქირურგიული და ორთოპედიული ნაწილი განუყოფელია და ორივე ართად განსაზღვრავს შედეგის წარმატებას. ჩვენ ვირჩევთ მუშაობის გუნდურ პრინციპს- ქირურგი, ორთოპედი, ტექნიკოსი და თავად პაციენტი ვიღებთ ერთობლივ გადაწყვეტილებას მკურნალობის დაგეგმარებისას. იმპლანტის იდეალური დგომა და სწორი ორთოპედიული კონსტრუქცია არის განმსაზღვრელი ესთეტიურად და ფუნქციურად გამართული სამუშაოს შექმნისთვის.
იმპლანტაციის საშუალებით შესაძლებელია:
ერთეული კბილის აღდგენა – ერთეული გვირგვინებით. გვირგვინი შესაძლებელია დამზადდეს ლითონო ფაიფურის ან ცირკონო ფაიფურის მასალით. რამოდენიმე დანაკლისი კბილის აღდგენა – ხიდისებური კოსნტრუქციით. ხიდი შესაძლოა დამზადდეს ლითონო ფაიფურის ან ცირკონო ფაიფურის მასალით. უკბილო ყბის აღდგენა – როგორც მოუხსნელი ანუ ხიდისებური კონსტრუქციის საშუალებით ისე, პირობითად მოსახსნელი პროთეზების საშუალებით.

ილია აბელაშვილი
პროთეზირება იმპლანტებზე

მაღალი სიზუსტით

დაკარგული კბილების აღდგენა

გრძელვადიანი პროგნოზი

ნებისმიერ ასაკში
