info@mkdental.ge
გივი კარტოზიას ქ. 4, თბილისი 0177
ორშაბათი - პარასკევი: 8:00 - 19:00
+995 577 090505

ღრძილების მკურნალობა

ჯანმრთელი ღრძილები ძლიერი კბილების და ლამაზი ღიმილის საფუძველია. ჩვენს კლინიკაში გთავაზობთ ღრძილების მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს, რომლებიც ეფექტურად აგვარებენ სხვადასხვა ტიპის პაროდონტულ პრობლემებს. ინოვაციური „ვექტორის“ აპარატურის გამოყენებით, ვატარებთ ღრძილების ანთებისა და პაროდონტოზის უმტკივნეულო და მიზანმიმართულ მკურნალობას — ვამუშავებთ ღრძილქვეშა სივრცეს, ვანადგურებთ ბაქტერიებს და ვიცავთ ჯანმრთელ ქსოვილებს. მოძრავი ან შესუსტებული კბილების შემთხვევაში, ვიყენებთ შინაარსობრივ გაერთიანებას (სპლინტინგს), რაც აძლიერებს კბილებს, იცავს მათ შემდგომი დაზიანებისგან და აუმჯობესებს საღეჭ ფუნქციას. ასევე გთავაზობთ ღრძილების კონტურის კორექციას — არათანაბარი ღრძილების სწორებას, რაც აუმჯობესებს როგორც ორთოდონტიულ მდგომარეობას, ისე ღიმილის ესთეტიკას. სიზუსტეზე და კომფორტზე ორიენტირებული მიდგომით, ჩვენი მკურნალობა მიზნად ისახავს ღრძილების ჯანმრთელობის აღდგენასა და თქვენი ღიმილის სტაბილურობის უზრუნველყოფას.

პაროდონტიტი განკურნებადია

გინგივიტი და პაროდონტიტი პირის ღრუს ანთებითი დაავადებებია, მათი მკურნალობა დიაგნოსტიკით იწყება. პაროდონტოლოგიური რუქის შედგენის შემდეგ, ისმევა დიაგნოზი და დგება მკურნალობის გეგმა. მკურნალობა მრავალფეროვანია: ღრძილქევშა წმენდა, ლაზერით მკურნალობა, ვექტორით მკურნალობა, ქირურგიული მკურნალობა, რბილი და მაგარი ქსოვილების გადანერგვა და ა.შ.

პაროდონტიტი იკურნება და შესაძლებელია კბილების შენარჩუნება მთელი ცხოვრების მანძილზე, მთავარია დროული დიაგნოსტიკა და შესაფერისი მკურნალობა. მკურნალობის ეფექტის შესანარჩუნებლად კი აუცილებელია მუდმივად პროფილაქტიკურ ვიზიტებზე სიარული, რომ არ მოხდეს დაავადების ხელახალი მანიფესტაცია.

Vector-ის აპარტით მკურნალობის მთავარი უპირატესობა მის უნიკალურ კონსტრუქციაშია, სამუშაო ინსტრუმენტის მოწესრიგებული რხევები გადაეცემა სამუშაო ზედაპირის გასწვრივ. გვერდითი მოძრაობები არ ატრავმირებს ღრძილის ქსოვილს და ფესვის ზედაპირს, რაც საშუალებას იძლევა პროცედურა უმტკივნეულოდ ჩატარდეს მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებშიც.

სწორედ მოწესრიგებული რხევების საშუალებით იზრდება ულტრაბგერის შეღწევის სიღრმეც, რაც ზოგიერთ შემთხვევაში ცვლის ქირურგიულ ჩარევას.

მუშაობის პროცესში იმსტრუმენტს მიეწოდება ჰიდროქსიაპატიტის ფხვნილის ნაკადი ნაწილაკების ზომით 10 ნმ, რისი საშუალებითაც პათოლოგიური ჯიბიდან სრულად შორდება ღრძილქვეშა ქვები და ნადებები, ენდოტოქსინები, პრიალდება კბილის ზედაპირი. თავისთავად ჰიდროქსიაპატიტი ხელს უწყობს ღრძილის სწრაფად აღდგენას პროცედურის შემდეგ.

ნატალი სახელაშვილი
პაროდონტოლოგი

მკურნალობის პროცესი

ვმუშაობთ ევროპული პროტოკოლით და მაღალი ხარისხის მასალებით, რაც იძლევა გრძელვადიანი ექსპლუატაციის საშუალებას.
სრულფასოვანი ადგილობრივი ანესთეზია
ყველა მანიპულაცია ტარდება გაუტკივარების ფონზე.
სქეილინგი და ინსტრუმენტული წმენდა
პაროდონტიტის მკურნალობის საფუძველს წარმოადგენს იმ ქვებისა და გრანულაციური ქსოვილების მოშორება, რომელიც უხვადაა ამ დაავადებისთვის დამახასიათებელ ღრძილოვან (პათოლოგიურ) ჯიბეებში და კბილის ზედაპირზ
Vector-ით მკურნალობა
ვექტორის აპარატი დღესდღეობით უალტერნატივოა. მაღალეფექტურობასთან ერთად მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროცედურის დროს და მის შემდეგ პაციენტებს არ აღენიშნებათ უსიმოვნო შეგრძნებები, შესაბამისად არც ანესთეზიის გამოყენების საჭიროება არსებობს.
ინდივიდუალური ჰიგიენა
აუცილიბელია პირის ღრუს კარგი ჰიგიენური ინდექსის შენარჩუნება, პროფესიული წმენდის ჩატარება 2-3 თვეში ერთხელ, წმენდის ინდივიდუალური საშუალებების შერჩევა და ექიმის რეკომენდაციების დაცვა.