info@mkdental.ge
გივი კარტოზიას ქ. 4, თბილისი 0177
Mon-Sat : 9:00AM - 8:00PM
+995 577 090505 / 032 2440505

კბილთა პროთეზირება

კბილთა პროტეზირება გულისხმობს სხვადასხვა მიზეზით დაკარგული კბილების და მიმდებარე ქსოვილების შეცვლას ხელოვნური რესტავრაციებით. რის შედეგადაც პაციენტს უბრუნდება დაკარგული ფუნქცია (ღეჭვა), მეტყველების და ესთეტიკური დანაკარგები. ხელოვნური კბილებით აღმოიფხვრება კბილის და რბილი ქსოვილის დაკარგვის შედეგად წარმოქმნილი ფსიქოლოგიური პრობლემები. ორთოპედიული მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი ასევე არის არსებული კბილებისა და ქსოვილების ჯანმრთელობისა და მთლიანობის დაცვა და შენარჩუნება, რათა გავზადროთ საკუთარი კბილების ექსპლოატაციის რესურსი პირის ღრუში. კბილთა პროთეზირება მოიცავს მომსახურების ფართო სპექტრს, რაც დამოკიდებულია დაკარგული კბილების და ქსოვილის რაოდენობაზე და ასევე პაციენტის სურვილებზე და მოლოდინებზე. კბილთა პროთეზირებისას აუცილებელია კბილების ბუნებრივი ფუნქციის, ესთეტიკისა და კომფორტის შექმნა. ჩვენს კლინიკაში გთავაზობთ თანამედროვე პროთეზირების ფართო არჩევანს, რომელიც მორგებულია თითოეული პაციენტის საჭიროებებსა და ინდივიდუალურ მოთხოვნებზე. წინასწარ შერჩეული მაღალი ხარისხის მასალებისა და უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით ვქმნით გამძლე, ესთეტიკურ და ფუნქციურად სრულფასოვან კონსტრუქციებს. ჩვენი სპეციალიზაციაა იმპლანტებზე დაფუძნებული პროთეზირება — როგორც ერთი კბილის აღდგენის, ისე სრული რკალის რეკონსტრუქციის მიმართულებით. ჩვენი მიზანია აღვადგინოთ არა მხოლოდ თქვენი ღიმილი, არამედ კვების, საუბრისა და სრულფასოვანი ცხოვრებით ტკბობის შესაძლებლობა — თავდაჯერებულად.

საიმედოობა და ხელმისაწვდომობა

დღეისათვის ხელოვნური გვირგვინის დასამზადებლად გამოყენებული მასალების არჩევანი საკმაოდ ფართოა: ფაიფური, ცირკონის დიოქსიდი, მაგრამ ყველაზე პოპულარული და ხელმისაწვდომი ჯერ-ჯერობით მაინც მეტალო-კერამიკაა.

მეტალო-კერამიკის გვირგვინები წარმოადგენს “ხუფს”, რომელიც სრულიად იმეორებს კბილის ანატომიას და ფიქსირდება დაქლიბულ კბილზე. კონსტრუქციის საფუძველს წარმოადგენს ლითონის კარკასი, რომელიც ზემოდან იფარება კბილის ქსოვილების ფერი ფაიფურით. ხელოვნური გვირგვინი ფიქსირდება კბილზე სპეციალური კომპოზიციური ან მინაიონომერული ცემენტით. თუკი კბილის ქსოვილები ძლიერ დაშლილია ხდება მისი მთლიანობის აღდგენა ლითონის ჩანართით ან მინაბოჭკოვანი წკირებით. მეტალო-კერამიკა ასევე გამოიყენება ხიდისებრი კონსტრუქციების, ბიგელისებრი პროთეზების და იმპლანტებზე გვირგვინების დასამზადებლად.

კერმეტების დადებითი და უარყოფითი მხარეები. მეტალო-კერამიკის დადებითი და უარყოფითი მხარეები. ლითონ-ფაიფურის ანუ მეტალო-კერამიკის გვირგვინების უპირატესობა – პირველ რიგში არის მათი სიმყარე. ამიტომ ყველაზე ხშირად მათი ფიქსაცია ხდება საღეჭ კბილებზე. უარყოფით მხარეებს შესაძლოა მივაკუთვნოთ მათი ესთეტიურობა. საერთო ჯამში მეტალო კერამიკის გვირგვინები კარგად იმეორებენ ნატურალური კბილების ანატომიას, მაგრამ ახალი მასალების გამოჩენის შემდეგ წინა კბილების აღსადგენად უპირატესობა ენიჭება ფაიფურის გვირგვინებს. როდესაც საღეჭ მიდამოში აუცილებელია ესთეტიკის და სიმყარის კომბინაცია საუკეთესო არჩევანს წამოდგენს ფაიფური- ცირკონის დიაქსიდის კარკასზე.

ილია აბელაშვილი
სტომატოლოგი ორთოპედი

კბილების აღდგენა მეტალო-კერამიკის გვირგვინებით

ჩვენ ვთავაზობთ პაციენტებს გვირგვინებს საუკეთესო შენადნობისგან, რომელიც იფარება ესთეტიური და მაყარი კერამიკით
სიმყარე
რაც გვაძლევს გრძელვადიან ექსპლუატაციის საშუალებას ორთოპედიაში.
ხელმისაწვდომობა
ბიუჯეტური საფასური, იდელური ეკონომია
ფუნქციის და ესთეტიკის აღდგენა
ხარისხიანი მეტალოკერამიკული გვირგვინი აღადგენს ღეჭვის ფუნქციას
ადვილი მოსავლელი
არ საჭიროებს განსაკუთრებით მოვლას, მარტივი ჰიგიენა
თანკბილვის კორექციის ღირებულება გამჭვირვალე ბრეკეტებით