კბილთა პროთეზირება
კბილთა პროტეზირება გულისხმობს სხვადასხვა მიზეზით დაკარგული კბილების და მიმდებარე ქსოვილების შეცვლას ხელოვნური რესტავრაციებით. რის შედეგადაც პაციენტს უბრუნდება დაკარგული ფუნქცია (ღეჭვა), მეტყველების და ესთეტიკური დანაკარგები. ხელოვნური კბილებით აღმოიფხვრება კბილის და რბილი ქსოვილის დაკარგვის შედეგად წარმოქმნილი ფსიქოლოგიური პრობლემები. ორთოპედიული მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი ასევე არის არსებული კბილებისა და ქსოვილების ჯანმრთელობისა და მთლიანობის დაცვა და შენარჩუნება, რათა გავზადროთ საკუთარი კბილების ექსპლოატაციის რესურსი პირის ღრუში. კბილთა პროთეზირება მოიცავს მომსახურების ფართო სპექტრს, რაც დამოკიდებულია დაკარგული კბილების და ქსოვილის რაოდენობაზე და ასევე პაციენტის სურვილებზე და მოლოდინებზე. კბილთა პროთეზირებისას აუცილებელია კბილების ბუნებრივი ფუნქციის, ესთეტიკისა და კომფორტის შექმნა. ჩვენს კლინიკაში გთავაზობთ თანამედროვე პროთეზირების ფართო არჩევანს, რომელიც მორგებულია თითოეული პაციენტის საჭიროებებსა და ინდივიდუალურ მოთხოვნებზე. წინასწარ შერჩეული მაღალი ხარისხის მასალებისა და უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით ვქმნით გამძლე, ესთეტიკურ და ფუნქციურად სრულფასოვან კონსტრუქციებს. ჩვენი სპეციალიზაციაა იმპლანტებზე დაფუძნებული პროთეზირება — როგორც ერთი კბილის აღდგენის, ისე სრული რკალის რეკონსტრუქციის მიმართულებით. ჩვენი მიზანია აღვადგინოთ არა მხოლოდ თქვენი ღიმილი, არამედ კვების, საუბრისა და სრულფასოვანი ცხოვრებით ტკბობის შესაძლებლობა — თავდაჯერებულად.
კომფორტული მოსახსნელი პროთეზი
მიუხედავად ორთოპედიული მკურნალობის მეთოდების დახვეწისა, თანამედროვე ეპოქაშიც გვიწევს მოსახნელი კონსტრუქციებისს დამზადება. მოსახსნელი პროთეზის ერთ-ერთი სახეა ბიგელისებრი პროთეზი, საკეტისებრი ფიქსაციით. ასეთი პროთეზები მარტივად შეგუებადი და ადვილად მოსახმარია მთელი ექსპლუატაციის პერიოდში.
პაციენტის არჩევანს ამდიდრებს პოლიპროპილენის ან ნეილონისაგან დამზადებული რბილი პროთეზები. ისინი ესთეტიურია და იდეალურია მათთვის ვინც ვერ ეგუება ტრადიციულ პროთეზებს. კბილების სრული უქონლობისას ტარდება პროთეზირება აკრილისაგან დამზადებული მთლიანი ფირფიტოვანი პროთეზებით.
სრული უკბილობის დროს ასევე შესაძლებელია ტოტალური პროთეზირება იმპლანტანტებზე (2 ან 4 იმპლანტი), რაც საშუალებას გვაძლევს უზრუნველვყოთ პროტეზის მყარი ფიქსაცია და უძრაობა.
თუ გაწუხებთ ეს თემა, დაგვირეკეთ და ჩვენ ვიპოვით თქვენთვის საუკეთესო გამოსავალს.

ილია აბელაშვილი
ოპტიმალური გადაწყვეტილება

ვმკურნალობთ ღრძილების ანთებას

ვიღებთ ზუსტ ანაბეჭდს

ვამზადებთ ესთეტიკურ და კომფორტულ პროთეზებს

თქვენ იღიმით და იკვებებით თავისუფლად
