info@mkdental.ge
გივი კარტოზიას ქ. 4, თბილისი 0177
Mon-Sat : 9:00AM - 8:00PM
+995 577 090505 / 032 2440505

დენტალური იმპლანტაცია

დენტალური იმპლანტაცია არის უალტერნატივო მეთოდი უკბილობის ანუ ადენტიის მკურნალობაში. ამ დროს ყბის ძვალში ხდება ხელოვნური ფესვის ანუ-იმპლანტის განთავსება, რომელზედაც შემდგომში ფიქსირდება კბილი ანუ გვირგვინი. იგი საიმედო და გრძელვადიანი გადაწყვეტაა დაკარგული კბილების აღსადგენად, როგორც ფუნქციურად , ასევე ესთეტიკურად. დენტალური იმპლანტებით შესაძლებელია როგორც ერთეული კბილის დანაკარგის, ასევე სრული უკბილობის მკურნალობა. ციფრული ტექნოლოგიების დახვეწამ მნიშვნელოვნად გაამარტივა დენტალური იმპლანტაციის პროცედურა. დღეს იმპლანტაცია უკვე შესაძლებელია ჩატარდეს განაკვეთის და ფართო ოპერაციული ჩარევების გარეშე- სპეციალური ქირურგიული მიმმართველის მეშვეობით. რაც არამარტო მარტივს და ატრავმულს ხდის ჩარევას, არამედ ამცირებს ოპერაციის დროს და რეაბილიტაციის პროცესს. დენტალური იმპლანტაცია ხშირ შემთხვევაში ტარდება კბილის ამოღებისთანავე -ერთ პროცედურაში, ან შემდგომ გაძვალებულ კბილბუდეში. კბილების სრული დაკარგვის შემთხვევაში ტარდება All-on-4 (ყველა 4-ზე), რაც საშუალებას გვაძლევს სრული ადენტიის დროს იმპლანტებზე დაფიქსირდეს ბარისებური მოსახსნელი კონსტრუქცია. All-on-6 (ყველა 6-ზე) კონსტრუქცია გულისხმობს უკბილო ყბაზე მოუხსნელი ხიდისებური კონსტრუქციის ფიქსაციას. ყბაზე 8 იმპლანტის განთავსების შემთხვევაში შესაძლებელია სექციური ხიდისებური კონსტრუქციის დამზადება. ძვლოვანი და რბილი სქოვილების დეფიციტის შემთხვევაში ვატარებთ პროცედურებს, როგორიცაა: სინუს ლიფტი, ძვლის ჰორიზონტალური და ვერტიკალური აუგმენტაცია, რბილი ქსოვილების გადანერვა. რათა შეიქმნას ძლიერი საფუძველი წარმატებული იმპლანტაციისთვის.

ძვლის მოცულობაში გაზრდა

როდის გვჭირდება და რას ნიშნავს ძვლის გადანერგვა? კბილის დაკარგვას დროთა განმავლობაში თან ახლავს ძვლის განლევა. იმპლანტაციის ზონაში ძვლოვანი ქსოვილის სასურველი მოცულობის მისაღებად გამოიყენება ხელოვნური ძვლის შემცვლელების გადანერგვა. საკმარისი ძვლოვანი ქსოვილი იმპლანტის გარშემო უზრუნველყოფს იმპლანტის საიმედო ფიქსაციას, და ხანგრძლივ ექსპლუატაციას. არსებობს ძვლის გადანერგვის სხვადასხვა მასალა, რომელიც შეიძლება შეიცავდეს ბუნებრივი ან სინთეზური ძვლის ტრანსპლანტატს. სხვადასხვა პაციენტისთვის განსხვავებულია გაძვალების პერიოდი და შესაძლოა რამოდენიმე თვეც გაგრძელდეს. ძვლის მდგომარეობის შეფასებისთვის გამოიყენება 3დ კომპუტერული დიაგნოსტიკა. თანამედროვე ტექნილოგიური შესაძლებლობების მაქსიმალური ათვისებით და მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილების მქონე პერსონალით ვქმნით ევროპულ სტანდარტებს საქართველოში.

მარიკა კუბლაშვილი
კლინიკის დამფუძნებელი, პროფესორი, ქირურგი იმპლანტოლოგი

ძვლის პლასტიკა

ძვლის მოცულობას ვზრდით იმპლანტის იდეალური ფიქსაციისთვის, როგორც ზედა, ასევე ქვედა ყბაზე
ვატარებთ ოპერაციას ატრავმულად
მცირე განაკვეთით ვატარებთ ოპერაციას
საუკეთესო ძვლის შემცვლელი
ვზრდით მოცულობას მასალებით, რომლებშიც 100% ვარ დარწმუნეული
საიმედოდ იცავს იმპლანტს
ღრძილის მოცულობის გაზრდა იმპლანტის ირგვლივ
დიდი გამოცდილება ძვლოვანი პლასტიკის კუთხით
პრაქტიკული გამოცდილება ძვლის მოცულობის აღდგენაში 10 წელიწადზე მეტი
ძვლის მოცულობის აღდგენა
როდესაც იმპლანტის გარშემო ხდება ძვლის განლევა, იგი შიშვლდება და ხდება ხილული, რაც არღვევს, როგორც ესთეტიკურ ასევე მის ფუნქციურ მახასიათებელს:
სინუს-ლიფტინგი იმპლანტაციისთვის ზედა ყბაზე
ხშირად, ზედა ყბაზე საღეჭი კვილების დაკარგვის შემდეგ ძვლის სიმაღლე არ გავძლევს საშუალებას ჩავსვათ იმპლანტი. ამ შემთხვევაში სინუს-ლიფტინგი გვეხმარება ამ პრობლემის გადაჭრაში. არის 2 მეთოდი: ღია და დახურული