კბილთა პროთეზირება
კბილთა პროტეზირება გულისხმობს სხვადასხვა მიზეზით დაკარგული კბილების და მიმდებარე ქსოვილების შეცვლას ხელოვნური რესტავრაციებით. რის შედეგადაც პაციენტს უბრუნდება დაკარგული ფუნქცია (ღეჭვა), მეტყველების და ესთეტიკური დანაკარგები. ხელოვნური კბილებით აღმოიფხვრება კბილის და რბილი ქსოვილის დაკარგვის შედეგად წარმოქმნილი ფსიქოლოგიური პრობლემები. ორთოპედიული მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი ასევე არის არსებული კბილებისა და ქსოვილების ჯანმრთელობისა და მთლიანობის დაცვა და შენარჩუნება, რათა გავზადროთ საკუთარი კბილების ექსპლოატაციის რესურსი პირის ღრუში. კბილთა პროთეზირება მოიცავს მომსახურების ფართო სპექტრს, რაც დამოკიდებულია დაკარგული კბილების და ქსოვილის რაოდენობაზე და ასევე პაციენტის სურვილებზე და მოლოდინებზე. კბილთა პროთეზირებისას აუცილებელია კბილების ბუნებრივი ფუნქციის, ესთეტიკისა და კომფორტის შექმნა. ჩვენს კლინიკაში გთავაზობთ თანამედროვე პროთეზირების ფართო არჩევანს, რომელიც მორგებულია თითოეული პაციენტის საჭიროებებსა და ინდივიდუალურ მოთხოვნებზე. წინასწარ შერჩეული მაღალი ხარისხის მასალებისა და უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით ვქმნით გამძლე, ესთეტიკურ და ფუნქციურად სრულფასოვან კონსტრუქციებს. ჩვენი სპეციალიზაციაა იმპლანტებზე დაფუძნებული პროთეზირება — როგორც ერთი კბილის აღდგენის, ისე სრული რკალის რეკონსტრუქციის მიმართულებით. ჩვენი მიზანია აღვადგინოთ არა მხოლოდ თქვენი ღიმილი, არამედ კვების, საუბრისა და სრულფასოვანი ცხოვრებით ტკბობის შესაძლებლობა — თავდაჯერებულად.
მყარი და ესთეტიური
ცირკონის დიოქსიდის (ZrO2 ) მაღალი ესთეტიურობა, სიმტკიცე და ბიოშეთავსება, მას იდეალურ მასალად ხდის წინა და საღეჭი კბილების პროთეზირებისათვის. ეს უახლესი ტექნოლოგიაა.
გვირგვინების დამზადებისას ცირკონის დიოქსიდის თეთრი კარკასი იფარება ფაიფურით, შედეგად მიიღება მაღალი ესთეტიური მახასიათებლების მქონე კბილები.
ცირკონის დიოქსიდი გამოიყენება: ერთეული გვირგვინების, ხიდისებრი კონსტრუქციების, ვინირების დასამზადებლად, ასევე იმპლანტებზე პროთეზირებისას.

ილია აბელაშვილი
კბილების აღდგენა ცირკონიუმის გვირგვინებით

სიმყარე

ესთეტიკა

ციფრული 3D ტექნოლოგია

მაქსიმალურად ვინარჩუნებთ კბილის ქსოვილს
