info@mkdental.ge
გივი კარტოზიას ქ. 4, თბილისი 0177
ორშაბათი - პარასკევი: 8:00 - 19:00
+995 577 090505

ღრძილების მკურნალობა

ჯანმრთელი ღრძილები ძლიერი კბილების და ლამაზი ღიმილის საფუძველია. ჩვენს კლინიკაში გთავაზობთ ღრძილების მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს, რომლებიც ეფექტურად აგვარებენ სხვადასხვა ტიპის პაროდონტულ პრობლემებს. ინოვაციური „ვექტორის“ აპარატურის გამოყენებით, ვატარებთ ღრძილების ანთებისა და პაროდონტოზის უმტკივნეულო და მიზანმიმართულ მკურნალობას — ვამუშავებთ ღრძილქვეშა სივრცეს, ვანადგურებთ ბაქტერიებს და ვიცავთ ჯანმრთელ ქსოვილებს. მოძრავი ან შესუსტებული კბილების შემთხვევაში, ვიყენებთ შინაარსობრივ გაერთიანებას (სპლინტინგს), რაც აძლიერებს კბილებს, იცავს მათ შემდგომი დაზიანებისგან და აუმჯობესებს საღეჭ ფუნქციას. ასევე გთავაზობთ ღრძილების კონტურის კორექციას — არათანაბარი ღრძილების სწორებას, რაც აუმჯობესებს როგორც ორთოდონტიულ მდგომარეობას, ისე ღიმილის ესთეტიკას. სიზუსტეზე და კომფორტზე ორიენტირებული მიდგომით, ჩვენი მკურნალობა მიზნად ისახავს ღრძილების ჯანმრთელობის აღდგენასა და თქვენი ღიმილის სტაბილურობის უზრუნველყოფას.

ჯანმრთელი პაროდონტი-ჯანმრთელი კბილები

კბილების შინირება – გარკვეული ჯგუფის კბილების ერთ მთლიან ბლოკად გაერთიანება, რათა მოხდეს საღეჭი დატვირთვის გადანაწილება, კბილების მორყევისა და ამოვარდნის თავიდან აცილება. კბილების შინირება ნაჩვენებია მათი პათოლოგიური რყევის დროს, რაც პაროდონტიტის თანმხლები ნიშანია.

შინირების დროს მორყეულ კბილებს აერთებენ ნაკლებად რყევად ან სრულიად ჯანმრთელ კბილებთან. შედეგად, როგორც ზემოთ ითქვა საღეჭი დატვრითვა თანაბრად ნაწილდება ამ ბლოკზე. აღნიშნული მეთოდის დახმარებით მორყეული კბილების „სიცოცხლის ხანგრძლივობა“ ერთი-ორად მატულობს.

მარტივ შემთხვევებში შინირებისათვის იხმარება სპეციალური ლითონის მავთული, მინაბოჭკოვანი ძაფები ან ლენტი, ხოლო უფრო მძიმე შემთხვევებში მოსახსნელი ან მოუხსნელი მაშინირებელი პროთეზები.

ნებისმიერი მაშინირებელი კონსტრუქციის ტარებისას, ხდება ჰიგიენის დარღვევა. ამიტომ აუცილიბელია პირის ღრუს პროფესიული ჰიგიენის ჩატარება 2-3 თვეში ერთხელ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოხდება პაროდონტიტის პროვოცირება და კბილების მორყევის გაუარესება.

ნატალი სახელაშვილი
პაროდონტოლოგი
სრულფასოვანი ადგილობრივი ანესთეზია
ყველა მანიპულაცია ტარდება გაუტკივარების ფონზე.
შინირება
ხდება კბილების ერთ ბლოკად გაერთიანება ჰიპოალერგიული მეტალის ან მინაბოჭკოვანი ლენტით, რომელიც კბილის ზედაპირზე ფიქსირდება კომპოზიტური საბჟენი მასალით.
კბილების უძრავია -ანთება ცხრება
საღეჭი დატვრითვა თანაბრად ნაწილდება აღნიშნულ ბლოკში შემავალ კბილებზე. ამ მეთოდის დახმარებით მორყეული კბილების „სიცოცხლის ხანგრძლივობა“ ერთი-ორად მატულობს.
პაროდონტის ქსოვილები რეგენერირდება
აუცილიბელია პირის ღრუს კარგი ჰიგიენური ინდექსის შენარჩუნება, პროფესიული წმენდის ჩატარება 2-3 თვეში ერთხელ, წმენდის ინდივიდუალური საშუალებების შერჩევა და ექიმის რეკომენდაციების დაცვა.