info@mkdental.ge
გივი კარტოზიას ქ. 4, თბილისი 0177
Mon-Sat : 9:00AM - 8:00PM
+995 577 090505 / 032 2440505

მკურნალობა და პრევენცია

სტომატოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკა ჯანმრთელი კბილების საწინდარია. პრევენციული სტომატოლოგია გულისხმობს პირველ რიგში ინდივიდუალურ ჰიგიენას, თუმცა იმისათვის, რომ სრულად დავიცვათ პირის ღრუს ჰიგიენა საჭიროა მისი პერიოდული სანაცია, რაც გულისხმობს წელიწადში 2-ჯერ (მინიმუმ) სტომატოლოგთან ვიზიტს, პირის ღრუს შემოწმებისა და პროფესიული გაწმენდის მიზნით. სწორედ, გეგმიური პირის ღრუს სანაციის შედეგად შესაძლებელია სტომატოლოგიური დაავადებების ადრეულ სტადიაზე აღმოჩენა და მისი დროული მკურნალობა. კარიესის პროფილაქტიკისთვის ასევე მნიშვნელოვანი მეთოდებია ფისურების ჰერმეტიზაცია და მინანქრის ფტორირება. რეგულარული შემოწმებებით, პროფესიონალური პირის ღრუს ჰიგიენით და ინდივიდუალურად მორგებული ზრუნვით, ვეხმარებით ჩვენს პაციენტებს შეინარჩუნონ ჯანმრთელი კბილები და ღრძილები, მომავალი პრობლემების თავიდან ასაცილებლად. მკურნალობის საჭიროების შემთხვევაში, ვთავაზობთ კომპლექსურ მომსახურებას — კარიესის განვითარების ნებისმიერ სტადიაზე; დაწყებული ლაქის სტადიიდან დამთავრებული კოსმეტიკური აღდგენითი პროცედურებით, პულპიტისა და პერიოდონტიტის მკურნალობით. რთული შემთხვევებისთვის ვატარებთ მკურნალობას მიკროსკოპის გამოყენებით, რათა გარანტირებული იყოს სიზუსტე და ხანგრძლივი შედეგი.მაქხიმალურად ვცდილობთ შევამციროთ ამოსაღები კბილების რაოდენობა. ასევე გთავაზობთ კოსმეტიკურ პროცედურებს, როგორიცაა კბილების გათეთრება, რათა დაგეხმაროთ მიიღოთ ნათელი და თავდაჯერებული ღიმილი. — ჩვენი მიზანია თქვენი ღიმილის აღდგენა და დაცვა სტომატოლოგიის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად.

ლამაზად და შეუმჩნევლად

კბილების აღდგენა გულისხმობს მათი ანატომიური ფორმის რეკონსტრუქციას, რაც ეხმარება ფუნქციური და ესთეტიკური მახასიათებლების დაბრუნებაში. მომხიბვლელი ღიმილის შესაქმნელად ხშირად საჭიროა კბილების ფორმისა და ფერის გაუმჯობესება. პაციენტის სურვილის მიხედვით შეგვიძლია:

  • ფორმის გალამაზება
  • ფერის შეცვლა ( გათეთრება)
  • არასწორად მდგომი კბილის შესწორება
  • ძველი ბჟენის ( პლომბის ) გამოცვლა
  • გაცვეთილი ზედაპირის აღდგენა
  • მოტეხილი კბილების აღდგენა

თანამედროვე სტანდარტებით შესრულებული რესტავრაციის დროს, ჯანსაღი ქსოვილის მაქსიმალური შენარჩუნებით ხდება კბილის ესთეტიკის და ფუნქციის აღდგენა.

ნატალი სახელაშვილი
სტომატოლოგი თერაპევტი

ცენტრალური კბილების მხატვრული რესტავრაცია

ცენტრალური კბილების ესთეტიკური რესტავრაცია
სწორად შევაფასოთ კბილის ფორმა და ფერი
ჩვენ ვქმნით ულამაზეს კბილებს
საუკეთესო კომპოზიტური მასალა
საუკეთესო კომპოზიტური მასალები რესტავრავიებისთვის
კბილის ფორმის აღდგენა სილიკონის მოდელით
კბილი მუშავდება, იბჟინება ზუსტად ფერისა და ზომის გათვალისწინებით
საბოლოო პოლირება
გაპრიალება ხდებამანამ, სანამ არ მივიღებთ სწორ და პრიალა ზედაპირს
ღრძილთან დაზიანებული კბილის ემალი ითხოვს დაუყონებლივ მკურნალობას
Before LabelAfter Label
ღრძილთან დაზიანებული კბილის ემალი ითხოვს დაუყონებლივ მკურნალობას
Before LabelAfter Label