info@mkdental.ge
გივი კარტოზიას ქ. 4, თბილისი 0177
ორშაბათი - პარასკევი: 8:00 - 19:00
+995 577 090505

მკურნალობა და პრევენცია

სტომატოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკა ჯანმრთელი კბილების საწინდარია. პრევენციული სტომატოლოგია გულისხმობს პირველ რიგში ინდივიდუალურ ჰიგიენას, თუმცა იმისათვის, რომ სრულად დავიცვათ პირის ღრუს ჰიგიენა საჭიროა მისი პერიოდული სანაცია, რაც გულისხმობს წელიწადში 2-ჯერ (მინიმუმ) სტომატოლოგთან ვიზიტს, პირის ღრუს შემოწმებისა და პროფესიული გაწმენდის მიზნით. სწორედ, გეგმიური პირის ღრუს სანაციის შედეგად შესაძლებელია სტომატოლოგიური დაავადებების ადრეულ სტადიაზე აღმოჩენა და მისი დროული მკურნალობა. კარიესის პროფილაქტიკისთვის ასევე მნიშვნელოვანი მეთოდებია ფისურების ჰერმეტიზაცია და მინანქრის ფტორირება. რეგულარული შემოწმებებით, პროფესიონალური პირის ღრუს ჰიგიენით და ინდივიდუალურად მორგებული ზრუნვით, ვეხმარებით ჩვენს პაციენტებს შეინარჩუნონ ჯანმრთელი კბილები და ღრძილები, მომავალი პრობლემების თავიდან ასაცილებლად. მკურნალობის საჭიროების შემთხვევაში, ვთავაზობთ კომპლექსურ მომსახურებას — კარიესის განვითარების ნებისმიერ სტადიაზე; დაწყებული ლაქის სტადიიდან დამთავრებული კოსმეტიკური აღდგენითი პროცედურებით, პულპიტისა და პერიოდონტიტის მკურნალობით. რთული შემთხვევებისთვის ვატარებთ მკურნალობას მიკროსკოპის გამოყენებით, რათა გარანტირებული იყოს სიზუსტე და ხანგრძლივი შედეგი.მაქხიმალურად ვცდილობთ შევამციროთ ამოსაღები კბილების რაოდენობა. ასევე გთავაზობთ კოსმეტიკურ პროცედურებს, როგორიცაა კბილების გათეთრება, რათა დაგეხმაროთ მიიღოთ ნათელი და თავდაჯერებული ღიმილი. — ჩვენი მიზანია თქვენი ღიმილის აღდგენა და დაცვა სტომატოლოგიის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად.

ხარისხიანი, ლამაზი და გრძელვადიანი

კარიესი – ეს არის დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება, რომლითაც დაავადებულია მოსახლეობის დაახლოებით 95%. ის შეიძლება გამოწვეული იყოს მრავალი სხვადასხვა ფაქტორით.

კარიესის მიზეზად ითვლება კბილის მაგარ ქსოვილებზე არსებული მიკროორგანიზმები და მათი ცხოველქმედების პროდუქტები. ადამიანის პირის ღრუში არის ძალიან დიდი რაოდენობით მიკროორგანიზმი, რომლებიც ძალიან სწრაფად მრავლდებიან. კბილების საგულდაგულოდ გამოხეხვის მიუხედავადაც კი, 2–4 საათში მათმა რაოდენობამ შეიძლება მილიონს მიაღწიოს.

არსებობს კარიესის ხელშემწყობი პირობები, ესენია:

  • მემკვიდრული წინასწარგანწყობა
  • კვების ხასიათი – კერძოდ მიკროელემენტების, ცილებისა და ვიტამინების დეფიციტი
  • კუჭ-ნაწლავის დაავადებები
  • შაქრიანი დიაბეტი
  • დაბალი იმუნიტეტი

ლაქის სტადია –ეს არის კარიესის განვითარების ადრეული სტადია. კბილის მინანქარზე ჩნდება თეთრი ან პიგმენტური ლაქა. ამ დროს მინანქარში მცირდება კალციუმის, ფტორის, ფოსფორისა და სხვა მიკროელემენტების შემცველობა. მინანქარი კარგავს ერთფეროვნებასა და ბზინვარებას, შემდეგ კი რბილდება. ზედაპირული კარიესი - ამ დროს დესტრუქციული პროცესები მიმდინარეობს მხოლოდ მინანქარში. საშუალო კარიესი - ამ შემთხვევაში პათოლოგიური პროცესი სცილდება მინანქარ–დენტინის საზღვარს, თუმცა ფესვამდე ჯერ კიდევ დიდი მანძილი აშორებს. ღრმა კარიესი - ასეთ დროს ფესვამდე დარჩენილია კბილის საღი ქსოვილის ძალიან თხელი ფენა. თუ კარიესს დროულად არ ვუმკურნალებთ, კარიესი შეიძლება გართულდეს, რაც გამოიხატება პულპიტითა(ნერვის ანთება) და/ან პერიოდონტიტით(ფესვის ირგვლივი ქსოვილების ანთება), რაც საბოლოო ჯამში, შესაძლოა, კბილის დაკარგვის მიზეზი გახდეს.

Natia Vardosanidze
სტომატოლოგი თერაპევტი

კარიესის მკურნალობა კომფორტულად და ხარისხით

ვმუშაობთ ევროპული პროტოკოლით და მაღალი ხარისხის მასალებით, რაც იძლევა გრძელვადიანი ექსპლუატაციის საშუალებას.
გაუტკივარება
ყველა მანიპულაცია ტარდება გაუტკივარების ფონზე.
საუკეთესო კომპოზიტური მასალა
ბოლო თაობის კომპოზიტური ბჟენი- ხარისხისა და ხანგრძლივი ექსპლუატაციის გარანტიაა
კბილის ანატომიური ფორმის აღდგენა
კარიესით დაზიანებული კბილების დამუშავება და ანატომიური სიზუსტით კბილის აღდგენა
ესთეტიკა და ბუნებრივობა
ბჟენის პოლირება აძლევს კბილს ესთეტიკურ სახეს, ის ხდება პრიალა და უხილავი.
თანკბილვის კორექციის ღირებულება გამჭვირვალე ბრეკეტებით
Before LabelAfter Label
მნიშვნელოვანია საღეჭი ზედაპირების სწორი ანატომიური ფორმის შექმნა იმისთვის, რომ კბილმა სრულფასოვნად შეასრულოს ჩეჭვითი ფუნქცია.
Before LabelAfter Label
ენდოდონტიურად არასრულფასოვანად დაბჟენილი კბილის შემთხვევაში ხდება არხის განმეორებითი გახსნა, დამუშავება და დაბჟენა
Before LabelAfter Label