დენტალური იმპლანტაცია
დენტალური იმპლანტაცია არის უალტერნატივო მეთოდი უკბილობის ანუ ადენტიის მკურნალობაში. ამ დროს ყბის ძვალში ხდება ხელოვნური ფესვის ანუ-იმპლანტის განთავსება, რომელზედაც შემდგომში ფიქსირდება კბილი ანუ გვირგვინი. იგი საიმედო და გრძელვადიანი გადაწყვეტაა დაკარგული კბილების აღსადგენად, როგორც ფუნქციურად , ასევე ესთეტიკურად. დენტალური იმპლანტებით შესაძლებელია როგორც ერთეული კბილის დანაკარგის, ასევე სრული უკბილობის მკურნალობა. ციფრული ტექნოლოგიების დახვეწამ მნიშვნელოვნად გაამარტივა დენტალური იმპლანტაციის პროცედურა. დღეს იმპლანტაცია უკვე შესაძლებელია ჩატარდეს განაკვეთის და ფართო ოპერაციული ჩარევების გარეშე- სპეციალური ქირურგიული მიმმართველის მეშვეობით. რაც არამარტო მარტივს და ატრავმულს ხდის ჩარევას, არამედ ამცირებს ოპერაციის დროს და რეაბილიტაციის პროცესს. დენტალური იმპლანტაცია ხშირ შემთხვევაში ტარდება კბილის ამოღებისთანავე -ერთ პროცედურაში, ან შემდგომ გაძვალებულ კბილბუდეში. კბილების სრული დაკარგვის შემთხვევაში ტარდება All-on-4 (ყველა 4-ზე), რაც საშუალებას გვაძლევს სრული ადენტიის დროს იმპლანტებზე დაფიქსირდეს ბარისებური მოსახსნელი კონსტრუქცია. All-on-6 (ყველა 6-ზე) კონსტრუქცია გულისხმობს უკბილო ყბაზე მოუხსნელი ხიდისებური კონსტრუქციის ფიქსაციას. ყბაზე 8 იმპლანტის განთავსების შემთხვევაში შესაძლებელია სექციური ხიდისებური კონსტრუქციის დამზადება. ძვლოვანი და რბილი სქოვილების დეფიციტის შემთხვევაში ვატარებთ პროცედურებს, როგორიცაა: სინუს ლიფტი, ძვლის ჰორიზონტალური და ვერტიკალური აუგმენტაცია, რბილი ქსოვილების გადანერვა. რათა შეიქმნას ძლიერი საფუძველი წარმატებული იმპლანტაციისთვის.
თქვენ გამოხვალთ კლინიკიდან კბილით
კბილის დაკარგვა, განსაკუთრებით ესთეტიურ ზონაში, ქმნის მნიშვნელოვან დისკომფორტს პაციენტისთვის. დაუყოვნებელი იმპლანტაცია გულისხმობს იმპლანტის ჩასმას კბილის ამოღებისთანავე, ხოლო დაუყოვნებელი დატვირთვა აღნიშნული ახალჩასმულ იმპლატზე დროებითი გვირგვინის დაფიქსირებას. ყოველივე ეს საშუალებას გვაძლებს პაციენტი კლინიკიდან გავუშვათ კბილით.
ხშირ შემთხვევაში შესაძლებელია კბილის ამოღება და იმპლანტის ჩასმა განვახორციელოთ ერთ ვიზიტში. რაც არა მარტო ამცირებს მკურნალობის დროს და ხარჯებს, არამედ ასევე ზრდის საბოლოო შედეგის ესთეტიურობას. გარკვეული ტიპის იმპლანტების გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია იმპლანტის დაუყოვნებელი დატვირთვა დროებითი კბილით.
იმპლანტი მყარად ფიქსირდება ძვალში, რაც გვაძლევს შესაძლებლობას დაუყონებლივ დროებითი გვირგვინის დაფიქსირებისა. შესაბამისად, თქვენ გამოხვალთ კლინიკიდან უკვე კბილით.

მარიკა კუბლაშვილი
ერთეტაპიანი იმპლანტაცია


იმპლანტაცია და პროთეზირება კბილების ექსტრაქციის შემდგომ, ერთ დღეში
2. დროებითი გვირგვინის დაფიქსირება უშუალოდ იმპლანტაციის შემდგომ