ღრძილების მკურნალობა
ჯანმრთელი ღრძილები ძლიერი კბილების და ლამაზი ღიმილის საფუძველია. ჩვენს კლინიკაში გთავაზობთ ღრძილების მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს, რომლებიც ეფექტურად აგვარებენ სხვადასხვა ტიპის პაროდონტულ პრობლემებს. ინოვაციური „ვექტორის“ აპარატურის გამოყენებით, ვატარებთ ღრძილების ანთებისა და პაროდონტოზის უმტკივნეულო და მიზანმიმართულ მკურნალობას — ვამუშავებთ ღრძილქვეშა სივრცეს, ვანადგურებთ ბაქტერიებს და ვიცავთ ჯანმრთელ ქსოვილებს. მოძრავი ან შესუსტებული კბილების შემთხვევაში, ვიყენებთ შინაარსობრივ გაერთიანებას (სპლინტინგს), რაც აძლიერებს კბილებს, იცავს მათ შემდგომი დაზიანებისგან და აუმჯობესებს საღეჭ ფუნქციას. ასევე გთავაზობთ ღრძილების კონტურის კორექციას — არათანაბარი ღრძილების სწორებას, რაც აუმჯობესებს როგორც ორთოდონტიულ მდგომარეობას, ისე ღიმილის ესთეტიკას. სიზუსტეზე და კომფორტზე ორიენტირებული მიდგომით, ჩვენი მკურნალობა მიზნად ისახავს ღრძილების ჯანმრთელობის აღდგენასა და თქვენი ღიმილის სტაბილურობის უზრუნველყოფას.
ჯანმრთელი პაროდონტი-ჯანმრთელი კბილები
კბილების შინირება – გარკვეული ჯგუფის კბილების ერთ მთლიან ბლოკად გაერთიანება, რათა მოხდეს საღეჭი დატვირთვის გადანაწილება, კბილების მორყევისა და ამოვარდნის თავიდან აცილება. კბილების შინირება ნაჩვენებია მათი პათოლოგიური რყევის დროს, რაც პაროდონტიტის თანმხლები ნიშანია.
შინირების დროს მორყეულ კბილებს აერთებენ ნაკლებად რყევად ან სრულიად ჯანმრთელ კბილებთან. შედეგად, როგორც ზემოთ ითქვა საღეჭი დატვრითვა თანაბრად ნაწილდება ამ ბლოკზე. აღნიშნული მეთოდის დახმარებით მორყეული კბილების „სიცოცხლის ხანგრძლივობა“ ერთი-ორად მატულობს.
მარტივ შემთხვევებში შინირებისათვის იხმარება სპეციალური ლითონის მავთული, მინაბოჭკოვანი ძაფები ან ლენტი, ხოლო უფრო მძიმე შემთხვევებში მოსახსნელი ან მოუხსნელი მაშინირებელი პროთეზები.
ნებისმიერი მაშინირებელი კონსტრუქციის ტარებისას, ხდება ჰიგიენის დარღვევა. ამიტომ აუცილიბელია პირის ღრუს პროფესიული ჰიგიენის ჩატარება 2-3 თვეში ერთხელ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოხდება პაროდონტიტის პროვოცირება და კბილების მორყევის გაუარესება.

ნატალი სახელაშვილი

სრულფასოვანი ადგილობრივი ანესთეზია

შინირება

კბილების უძრავია -ანთება ცხრება

პაროდონტის ქსოვილები რეგენერირდება
